
გამოსვლა 40:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყველაფერი გააკეთა მოსემ, რაც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის უფალს; ასე გააკეთა.
გამოსვლა 40:16 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 40:16 კონტექსტში
40:14მისი შვილებიც მიიყვანე და შემოსე ისინი კვართით.
40:15სცხე მათ, როგორც მათ მამას სცხე, რომ მღვდლობა გამიწიონ მე და ამ მირონცხებამ სამარადისო მღვდლობა მიანიჭოს მათ თაობიდან თაობაში.
40:16ყველაფერი გააკეთა მოსემ, რაც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის უფალს; ასე გააკეთა.
40:17მეორე წლის პირველ თვეს, თვის პირველში აღიმართა სავანე.
40:18აღმართა მოსემ სავანე, დადგა მისი ფეხები, განალგა ძელები, დაამაგრა ლარტყები და აღმართა სვეტები.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 40:16
- გამოსვლა 40:17მეორე წლის პირველ თვეს, თვის პირველში აღიმართა სავანე.
- გამოსვლა 40:32როცა შევიდოდნენ სადღესასწაულო კარავში და მიუახლოვდებოდნენ სამსხვერპლოს, განიბანდნენ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
- მეორე სთვლისაება 4:1ახლა ისმინე, ისრაელო, წესი და სამართალი რომელსაც გასწავლი, რათა გადარჩეთ და წახვიდეთ და დაიმკვიდროთ ქვეყანა, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გაძლევთ.
- გამოსვლა 39:42როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის, ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელიანებმა.
- გამოსვლა 39:43ნახა მოსემ მთელი ნამუშევარი და აჰა, გაუკეთებიათ ყველაფერი. როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს, ისე გაუკეთებიათ. და დალოცა ისინი მოსემ.
- ესაია 8:20მიმართეთ რჯულსა და ანდერძს! თუ არ ამბობენ ამ სიტყვის მიხედვით, ნათქვამს არა აქვს აზრი.
- მეორე სთვლისაება 12:32ეცადეთ, ყველაფერი შეასრულოთ, რასაც გიცხადებთ: ნურაფერს დაუმატებთ და ნურც მოაკლებთ.
- კორინთელთა მიმართ ა 4:2მნეთაგან კი იმას მოითხოვენ, რომ თითოეული მათგანი სანდო იყოს.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 40
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 40 · გახსენი ბიბლიის მკითხველში