
გამოსვლა 40:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აღმართა მოსემ სავანე, დადგა მისი ფეხები, განალგა ძელები, დაამაგრა ლარტყები და აღმართა სვეტები.
გამოსვლა 40:18 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 40:18 კონტექსტში
40:16ყველაფერი გააკეთა მოსემ, რაც ნაბრძანები ჰქონდა მისთვის უფალს; ასე გააკეთა.
40:17მეორე წლის პირველ თვეს, თვის პირველში აღიმართა სავანე.
40:18აღმართა მოსემ სავანე, დადგა მისი ფეხები, განალგა ძელები, დაამაგრა ლარტყები და აღმართა სვეტები.
40:19გადაფინა გადასაფარებელი სავანეზე და გაუკეთა მას სახურავი ზემოდან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
40:20აიღო მოწმობა და ჩადო კიდობანში, გაუყარა კეტები კიდობნის რგოლებში და თავი დაახურა კიდობანს.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 40:18
- მათეს სახარება 16:18და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას.
- გამოსვლა 36:20სვეტებად ურთხელის ძელები გაუკეთა სავანეს.
- გამოსვლა 36:34ძელები ოქროთი მოჭედა, რგოლები ოქროსგან გააკეთა, აგრეთვე ლარტყების ჩასადგმელები; ლარტყებიც ოქროთი მოჭედა.
- ეზექიელი 37:27იქნება მათზე ჩემი მოვანება, ვეყოლები მათ ღმერთად, ისინი კი ჩემი ერი იქნებიან.
- ეზექიელი 37:28მაშინ მიხვდებიან ხალხები, რომ უფალი ვარ, ისრაელის განმწმედელი, და ჩემი საწმიდარის საუკუნო მყოფობით მათ შორის.
- ტიმოთეს მიმართ ა 3:15მაგრამ თუ დავიგვიანე, იცოდე, როგორ უნდა მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც არის ეკლესია ცოცხალი ღვთისა, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი.
- გალატელთა მიმართ 4:4მაგრამ, როდესაც მოიწია დროის სისრულე, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, რომელიც იშვა ქალისაგან და დაემორჩილა რჯულს.
- გამოსვლა 26:15დაამზადე ბოძები სავანისთვის აკაციის სწორი ძელებისგან.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 40
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 40 · გახსენი ბიბლიის მკითხველში