გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

გამოსვლა 40:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

გამოსვლა 40:19

გადაფინა გადასაფარებელი სავანეზე და გაუკეთა მას სახურავი ზემოდან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

გამოსვლა 40:19 · საქართველოს საპატრიარქო

გამოსვლა 40:19 კონტექსტში

40:17მეორე წლის პირველ თვეს, თვის პირველში აღიმართა სავანე.

40:18აღმართა მოსემ სავანე, დადგა მისი ფეხები, განალგა ძელები, დაამაგრა ლარტყები და აღმართა სვეტები.

40:19გადაფინა გადასაფარებელი სავანეზე და გაუკეთა მას სახურავი ზემოდან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

40:20აიღო მოწმობა და ჩადო კიდობანში, გაუყარა კეტები კიდობნის რგოლებში და თავი დაახურა კიდობანს.

40:21შეიტანა კიდობანი სავანეში, ჩამოჰკიდა კრეტსაბმელი და დაფარა მოწმობის კიდობანი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.

პარალელური ადგილები: გამოსვლა 40:19

განაგრძე კითხვა: გამოსვლა 40

სრულად წაიკითხე: გამოსვლა 40 · გახსენი ბიბლიის მკითხველში