
გამოსვლა 8:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოსვლა 8:14 კონტექსტში
8:12გამოვიდნენ მოსე და აარონი ფარაონისგან. შეჰღაღადა უფალს მოსემ გომბეშოების გამო, ფარაონისთვის რომ ჰყავდა მისეული.
8:13აასრულა უფალმა მოსეს სიტყვა და ამოწყდნენ გომბეშოები სახლებში, ეზოებში და მინდვრებში.
8:14გროვებად დაყარეს და აქოთდა ქვეყანა.
8:15დაინახა ფარაონმა, სული რომ მოითქვა ქვეყანამ და გაისასტიკა გული: არ მოუსმინა მათ, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
8:16უთხრა უფალმა მოსეს: უთხარი აარონს, მოიღერე კვერთხი და დაჰკარი მიწას და მუმლი მოედება მთელ ეგვიპტეს.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 8:14
- ესაია 34:2რადგან უფლის რისხვაა ყველა ერზე და გაცეცხლება მთელ მათ მხედრობაზე; შერისხა ისინი, დასახოცად გასწირა.
- გამოსვლა 8:24ასეც გააკეთა უფალმა. შეესია უთვალავი ბუზანკალი ფარაონის სახლს, მის მორჩილთა სახლებს, მთელ ეგვიპტის ქვეყანას. იღუპებოდა ქვეყანა ბუზანკალისგან.
- ეზექიელი 39:11იმ დღეს იქნება, რომ მივცემ გოგს დასამარხავ ადგილს ისრაელში, დასავლეთიდან მომავალთა ხეობაში და გზას გადაუღობავს მომავალთ; იქ დამარხავენ გოგს და მთელ მის ურდოს, და დაერქმევა მას გოგის ურდოსხევი.
- გამოსვლა 7:21ამოწყდა თევზი ნილოსში, აყროლდა ნილოსი და ვეღარ სვამდნენ ეგვიპტელები ნილოსის წყალს. სისხლი ჩადგა მთელ ეგვიპტის ქვეყანაში.
- იოელი 2:20ამ ჩრდილოელსაც მოგაშორებთ და შევყრი ურწყავ და უკაცრიელ ქვეყანაში, მის წინა რიგებს - აღმოსავლეთის ზღვაში, უკანა რიგებს - დასავლეთის ზღვაში. აუვა სუნი და ამყრალდება, რადგან ცუდი საქმეები აქვთ ჩადენილი.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 8
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში