
ეზექიელი 39:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იმ დღეს იქნება, რომ მივცემ გოგს დასამარხავ ადგილს ისრაელში, დასავლეთიდან მომავალთა ხეობაში და გზას გადაუღობავს მომავალთ; იქ დამარხავენ გოგს და მთელ მის ურდოს, და დაერქმევა მას გოგის ურდოსხევი.
ეზექიელი 39:11 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 39:11 კონტექსტში
39:9გამოვლენ ისრაელის ქალაქთა მცხოვრებნი, ცეცხლს წაუკიდებენ და დასწვავენ იარაღს, ფარსა და აბჯარს, მშვილდსა და ისრებს, ლახტსა და შუბს; შვიდ წელიწადს ეყოფათ ცეცხლის დასანთებად.
39:10მინდვრიდან არ დაიწყებენ შეშის ზიდვას და ტყეშიც არ მოჭრიან, რადგან იარაღით დაანთებენ ცეცხლს; გაძარცვავენ თავიანთ გამძარცველთ და დაარბევენ თავიანთ დამარბეველთ, ამბობს უფალი ღმერთი.
39:11იმ დღეს იქნება, რომ მივცემ გოგს დასამარხავ ადგილს ისრაელში, დასავლეთიდან მომავალთა ხეობაში და გზას გადაუღობავს მომავალთ; იქ დამარხავენ გოგს და მთელ მის ურდოს, და დაერქმევა მას გოგის ურდოსხევი.
39:12შვიდ თვეში დამარხავს მათ ისრაელის სახლი ქვეყნის განსაწმედად;
39:13დამარხავს ქვეყნის მთელი ხალხი და სასახელო იქნება ის დღე, როცა დიდებით გამოვჩნდები, ამბობს უფალი ღმერთი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 39:11
- რიცხვთა 11:34დაერქვა სახელად ამ ადგილს კიბროთ-ჰათაავა (სიხარბის სამარხები), რადგან აქ დამარხეს დახარბებული ხალხი.
- იოანე 6:1ამის შემდეგ გავიდა იესო გალილეის, ანუ ტიბერიადის ზღვის გაღმა.
- რიცხვთა 34:11შეფამიდან ეშვება საზღვარი რიბლასკენ, ყაინის აღმოსავლეთით. ეშვება საზღვარი და ეკვრის ქინერეთის ზღვის ნაპირს აღმოსავლეთით.
- ეზექიელი 47:18აღმოსავლეთის მხრიდან ხავრანსა და დამასკოს შორის, და გალაადსა და ისრაელს შორის - იორდანე; ჩრდილოეთის საზღვრიდან აღმოსავლეთის ზღვამდე გადაზომე. ეს იქნება აღმოსავლეთის მხარე.
- ეზექიელი 38:2ადამის ძევ! მიაქციე პირი გოგ მაგოგელისკენ - როშის, მეშექის და თუბალის მთავრისკენ, და იწინასწარმეტყველე მასზე;
- ლუკას სახარება 5:1ერთხელ, როცა ხალხი აწყდებოდა ღმრთის სიტყვის მოსასმენად, ხოლო თავად გენესარეთის ტბასთან იდგა,
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 39
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 39 · გახსენი ბიბლიის მკითხველში