
ეზექიელი 1:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მათი ფრთები ერთმანეთზე იყო გადაჭდობილი, მოძრაობისას არ ტრიალდებოდნენ, თითოეული თავისი პირისახის მიმართულებით მოძრაობდა.
ეზექიელი 1:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 26 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა ორშაბათი (მეექვსე ჟამი).
ეზექიელი 1:9 კონტექსტში
1:7ფეხები სწორი ჰქონდათ და ფეხის ტერფები ხბოს ჩლიქებივით, და კაშკაშებდნენ გაკრიალებული სპილენძივით,
1:8ადამიანის ხელები უჩანდათ ფრთებიდან ოთხივე მხარეს; ოთხივეს პირისახე და ფრთები ჰქონდა.
1:9მათი ფრთები ერთმანეთზე იყო გადაჭდობილი, მოძრაობისას არ ტრიალდებოდნენ, თითოეული თავისი პირისახის მიმართულებით მოძრაობდა.
1:10მათი სახეები კი ასეთი იყო: ადამიანის და ლომის სახე ჰქონდა ოთხ მათგანს მარჯვენა მხარეს; ხარის სახე ოთხ მათგანს მარცხენა მხარეს და არწივის სახე ოთხივე მათგანს.
1:11მათი პირისახე და ფრთები ზემოთკენ იყო გაშლილი; ორ-ორი ფრთა ერთმანეთზე ჰქონდათ გადაჭდობილი, ორ-ორი ფრთით ტანი ჰქონდათ დაფარული.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 1:9
- ეზექიელი 10:22მათი სახეები იმათი სახეების მსგავსი იყო, რომლებიც ვიხილე მდინარე ქებარის პირას, მათი შესახედაობაც და თავად ისინიც. თითოეული თავისი პირისახის მიმართულებით მიდიოდა.
- ლუკას სახარება 9:51ხოლო როდესაც მოახლოვდნენ მისი ამაღლების დღენი, გადაჭრით იბრუნა პირი იერუსალიმს წასასვლელად.
- ეზექიელი 1:11მათი პირისახე და ფრთები ზემოთკენ იყო გაშლილი; ორ-ორი ფრთა ერთმანეთზე ჰქონდათ გადაჭდობილი, ორ-ორი ფრთით ტანი ჰქონდათ დაფარული.
- ეზექიელი 1:12თითოეული თავისი პირისახის მიმართულებით მოძრაობდა; საითაც მიჰყავდა სულს, იქით მიდიოდნენ, არ ტრიალდებოდნენ სიარულისას.
- ეზექიელი 10:11სვლისას ოთხივე მხარეს მიდიოდნენ; სვლისას არ ტრიალებდნენ, რადგან იმ მიმართულებით მიდიოდნენ, საითკენაც თავები ჰქონდათ მიქცეული. სვლისას არ ტრიალდებოდნენ.
- კორინთელთა მიმართ ა 1:10მაგრამ შეგაგონებთ, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველას ერთი გქონდეთ სათქმელი და ნუ იქნება თქვენ შორის განხეთქილება, არამედ გაერთიანდით ერთი გონებით და ერთი აზრით.
- ლუკას სახარება 9:62მაგრამ იესომ უთხრა მას: არცერთი კაცი, ვისაც ხელი უდევს სახნისზე და უკან კი იყურება, არ ივარგებს ღმრთის სასუფევლისთვის.
- იგავესნი 4:25პირდაპირ იცქირონ შენმა თვალებმა და შენი წამწამები გასწორდეს შენ პირდაპირ.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 1
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში