
ეზექიელი 11:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბევრი გყავთ დახოცილი ამ ქალაქში და ქუჩები ავსებული გაქვთ დახოცილებით.
ეზექიელი 11:6 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 11:6 კონტექსტში
11:4ამიტომ უწინასწარმეტყველე მათ, უწინასწარმეტყველე, ადამის ძევ!
11:5დამეცა უფლის სული და მითხრა: თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი: ასე და ასე ლაპარაკობთ, ისრაელის სახლო, და რაც ფიქრად მოგდით, ვიცი მე.
11:6ბევრი გყავთ დახოცილი ამ ქალაქში და ქუჩები ავსებული გაქვთ დახოცილებით.
11:7ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: თქვენი დახოცილები, რომლებიც იქ დაგიყრიათ, ხორცია, ქალაქი კი - ქვაბი; თქვენ კი გაგიყვანთ იქიდან.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 11:6
- ეზექიელი 7:23გაამზადე ჯაჭვი, რადგან ქვეყანა სავსეა სისხლიანი დანაშაულებით და ქალაქი სავსეა ძალადობით.
- ეზექიელი 22:2ადამის ძევ! შენ განსჯი, განსჯი სისხლიან ქალაქს? გამოუცხადე ყოველი მისი სისაძაგლე.
- ეზექიელი 22:6აჰა, ისრაელის მთავარნი - თითოეული თავის ძალას იკრებდა, რომ სისხლი დაეღვარა შენს შორის!
- ესაია 1:15ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე!
- ეზექიელი 22:9ცილისმწამებელნი არიან თქვენში, რომ სისხლი ღვარონ, ნამსხვერპლავს ჭამენ მთებზე თქვენში და გარყვნილებას ეწევიან თქვენ შორის.
- ეზექიელი 22:12ქრთამებს იღებენ თქვენში, რომ სისხლი დაღვარონ; ვახშს და სარგებელს იღებ და ძალმომრეობით ყვლეფ შენს მოყვასს, მე კი დამივიწყე, ამბობს უფალი ღმერთი.
- ეზექიელი 22:27მათი მთავრები მგლებივით გლეჯენ ნადავლს, სისხლს ღვრიან, სიცოცხლეს უსწრაფებენ ანგარებისთვის.
- იერემია 7:9ქურდობთ, კაცისმკვლელობთ, ბოზობთ, ცრუდ იფიცავთ, ბაალს უკმევთ, მისდევთ უცხო ღმერთებს, რომელთაც არც იცნობდით,
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 11
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში