
ეზექიელი 7:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაამზადე ჯაჭვი, რადგან ქვეყანა სავსეა სისხლიანი დანაშაულებით და ქალაქი სავსეა ძალადობით.
ეზექიელი 7:23 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 7:23 კონტექსტში
7:21უცხოთა ხელში მივცემ მას დასატაცებლად და ნადავლად - ქვეყნის ბოროტეულთ, რომ უპატიოჰყონ.
7:22პირს ავარიდებ მათ და უპატიოჰყოფენ ჩემს საიდუმლოს, შიგ შევლენ მძარცველები და უპატიოჰყოფენ.
7:23გაამზადე ჯაჭვი, რადგან ქვეყანა სავსეა სისხლიანი დანაშაულებით და ქალაქი სავსეა ძალადობით.
7:24მოვასხამ უბოროტეს ხალხს და დაეპატრონებიან მათ სახლებს; გავაცამტვერებ მძლავრთა სიამაყეს და გაუპატიურდება მათი სიწმიდენი.
7:25მოვა დაქცევა და მშვიდობას დაუწყებენ ძებნას და არ იქნება.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 7:23
- ეზექიელი 9:9მითხრა: დიდზე დიდია ისრაელის და იუდას სახლის ეკეთურება; სისხლით აივსო ქვეყანა და ქალაქი უწმიდურებით არის სავსე, რადგან ამბობენ, მიატოვაო უფალმა ეს ქვეეანა და ვერაფერს ხედავსო უფალი.
- იერემია 27:2ასე მითხრა უფალმა: გააკეთე მოსართავები და უღელი და ქედზე დაიდე;
- ოსეა 4:2წყევლა და ტყუილი, კაცისკვლა, ქურდობა და მრუშობა გავრცელდა; სისხლის ღვრას სისხლის ღვრა მოსდევს.
- ეზექიელი 11:6ბევრი გყავთ დახოცილი ამ ქალაქში და ქუჩები ავსებული გაქვთ დახოცილებით.
- ეზექიელი 22:3და თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ქალაქო, სისხლის მღვრელო შენს შუაგულში (მოვა მისი დროც!) და, კერპთა მკეთებელო, საკუთარი თავის წასაბილწად!
- ეზექიელი 22:6აჰა, ისრაელის მთავარნი - თითოეული თავის ძალას იკრებდა, რომ სისხლი დაეღვარა შენს შორის!
- ეზექიელი 22:9ცილისმწამებელნი არიან თქვენში, რომ სისხლი ღვარონ, ნამსხვერპლავს ჭამენ მთებზე თქვენში და გარყვნილებას ეწევიან თქვენ შორის.
- იერემია 22:17შენი თვალი და გული კი სარგებელს ეძებს, უბრალოთა სისხლის ღვრას, ძარცვა-გლეჯასა და ძალადობას.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 7
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში