
ეზექიელი 13:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კედელზე გადმოვანთხევ ჩემს რისხვას და მის მლესავებზე, გეტყვით თქვენ: აღარ არის კედელი და არც მისი შემლესავი;
ეზექიელი 13:15 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 13:15 კონტექსტში
13:13ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ავტეხავ ქარიშხალს ჩემი რისხვით და თავსხმა წამოვა ჩემი წყრომით, და ყინულის ქვები ჩემი გაცეცხლებით, გასანადგურებლად.
13:14დავანგრევ კედელს, თქვენ რომ შელესეთ, მიწასთან გავასწორებ და გაშიშვლდება მისი საძირკველი; დაეცემა და თქვენც მის ნანგრევებში დაიღუპებით. და მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
13:15კედელზე გადმოვანთხევ ჩემს რისხვას და მის მლესავებზე, გეტყვით თქვენ: აღარ არის კედელი და არც მისი შემლესავი;
13:16აღარც ისრაელის წინასწარმეტყველნი იერუსალიმზე რომ წინასწარმეტყველებდნენ და აღარც მისთვის მშვიდობისმხილველნი, როცა არ არის მშვიდობა, ამბობს უფალი ღმერთი.
13:17შენ კი, ადამის ძევ, სახე მიაბრუნე შენი ერის ასულებისკენ, საკუთარი გულით რომ წინასწარმეტყველებენ, და იწინასწარმეტყველე მათზე.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 13:15
- ნეემია 4:3ტობია ყამონელმა, მის გვერდით რომ იყო, მიუგო: როგორც არ უნდა ააშენონ, მელა რომ მიადგეს, ისიც კი გაარღვევს მათ ქვის კედელს.
- ფსალმუნები 62:3ვიდრემდე დაესხმით თავს ადამიანს? გადაიქცევით ყველანი, ვითარცა კედელი გადახრილი, ყორე მორყეული.
- ესაია 30:13ამიტომ ეს დანაშაული იქნება თქვენთვის მაღალ კედელზე გაჩენილი ბზარივით, რომელიც გაარღვევს მას და ერთ წამში, ანაზდეულად ჩამოაქცევს.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 13
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში