
ეზექიელი 13:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენ კი, ადამის ძევ, სახე მიაბრუნე შენი ერის ასულებისკენ, საკუთარი გულით რომ წინასწარმეტყველებენ, და იწინასწარმეტყველე მათზე.
ეზექიელი 13:17 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 13:17 კონტექსტში
13:15კედელზე გადმოვანთხევ ჩემს რისხვას და მის მლესავებზე, გეტყვით თქვენ: აღარ არის კედელი და არც მისი შემლესავი;
13:16აღარც ისრაელის წინასწარმეტყველნი იერუსალიმზე რომ წინასწარმეტყველებდნენ და აღარც მისთვის მშვიდობისმხილველნი, როცა არ არის მშვიდობა, ამბობს უფალი ღმერთი.
13:17შენ კი, ადამის ძევ, სახე მიაბრუნე შენი ერის ასულებისკენ, საკუთარი გულით რომ წინასწარმეტყველებენ, და იწინასწარმეტყველე მათზე.
13:18უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი იმ დედაკაცებს, ბალიშებს მკლავის მთელ სიგრძეზე რომ კერავენ და თავის დასაბურავს ყველა ზომაზე რომ აკეთებენ სულების მოსანადირებლად! ჩემი ერის სულებს მოინადირებთ, თქვენს სულებს კი გადაირჩენთ?
13:19შეურაცხმყავით ჩემი ერის წინაშე, ერთი მუჭა ქერისა და პურის ნატეხისთვის რომ კლავთ სულებს, რომლებიც არ არიან მოსაკვდავი, და ცოცხლად ტოვებთ სულებს, რომლებიც არ არიან საცოცხლებელი, რომ ატყუებთ ჩემს ერს, ტყუილის გამგონეს.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 13:17
- ეზექიელი 13:2ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე ისრაელის წინასწარძეტყველებზე და უთხარი საკუთარი ნებით გაწინასწარმეტყველებულთ; ისმინეთ-თქო უფლის სიტყვა.
- გამოცხადება 2:20მაგრამ მაქვს შენ წინააღმდეგ ის, რომ ნებას რთავ დიაც იეზაბელს, წინასწარმეტყველად რომ მოაქვს თავი, ასწავლოს და აცდუნოს ჩემი მონები, რათა მრუშობდნენ და კერპთათვის შენაწირს ჭამდნენ.
- მსაჯულნი 4:4იმჟამად ისრაელის მსაჯული იყო წინასწარმეტყველი დებორა, ლაპიდოთის ცოლი.
- ლუკას სახარება 2:36იყო იქ, აგრეთვე, წინასწარმეტყველი ანა, ფანუელის ასული, ტომით ასერი; ძალზე მოხუცებულს შვიდი წელი ეცხოვრა ქმართან, რომელსაც გაჰყოლოდა სიქალწულეში;
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:1იყვნენ ცრუ წინასწარმეტყველნიც ხალხში, ისევე, როგორც თქვენში იქნებიან ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ წარმწყმედ მწვალებლობას, უარყოფენ მათ გამომსყიდველ უფალს და მალე თვითონვე წარიწყმედენ თავს.
- ეზექიელი 21:2ადამის ძევ! მიაქციე პირი იერუსალიმისკენ და იქადაგე საწმიდარებზე, უწინასწარმეტყველე ისრაელის მიწას.
- ესაია 3:16თქვა უფალმა: რაკი გამედიდურდნენ სიონის ასულნი, ყელმოღერებით და ურცხვი მზერით მიმოდიან, ლაღად მოსეირნობენ და ფეხებზე რგოლებს მოაჟღარუნებენ.
- ესაია 3:26მისი კარიბჭენი მოჰყვებიან მოთქმას და გოდებას, თავად კი მტვერში იჯდება იავარქმნილი.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 13
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში