
ეზექიელი 13:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, აღვდგები თქვენი ბალიშების წინააღმდეგ, რომლებითაც სულებს ინადირებთ თქვენთან მოსაფრენად; გამოგგლეჯთ მკლავებიდან მათ და გავუშვებ სულებს, რომლებსაც ინადირებთ, რომ თქვენთან მოფრინდნენ.
ეზექიელი 13:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 13:20 კონტექსტში
13:18უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი იმ დედაკაცებს, ბალიშებს მკლავის მთელ სიგრძეზე რომ კერავენ და თავის დასაბურავს ყველა ზომაზე რომ აკეთებენ სულების მოსანადირებლად! ჩემი ერის სულებს მოინადირებთ, თქვენს სულებს კი გადაირჩენთ?
13:19შეურაცხმყავით ჩემი ერის წინაშე, ერთი მუჭა ქერისა და პურის ნატეხისთვის რომ კლავთ სულებს, რომლებიც არ არიან მოსაკვდავი, და ცოცხლად ტოვებთ სულებს, რომლებიც არ არიან საცოცხლებელი, რომ ატყუებთ ჩემს ერს, ტყუილის გამგონეს.
13:20ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, აღვდგები თქვენი ბალიშების წინააღმდეგ, რომლებითაც სულებს ინადირებთ თქვენთან მოსაფრენად; გამოგგლეჯთ მკლავებიდან მათ და გავუშვებ სულებს, რომლებსაც ინადირებთ, რომ თქვენთან მოფრინდნენ.
13:21დავგლეჯ მაგ თქვენს დასაბურავებს და დავიხსნი ჩემს ერს თქვენი ხელიდან; აღარ იქნებიან თქვენს ხელში ნანადირევად და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
13:22რადგან სულს უმწარებდით ტყუილით მართალს, მე კი არ შემიწუხებია; ბოროტეულს ამხნევებდით, რომ არ მოქცეულიყო ბოროტი გზიდან და არ გადარჩენილიყო.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 13:20
- ეზექიელი 13:18უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ვაი იმ დედაკაცებს, ბალიშებს მკლავის მთელ სიგრძეზე რომ კერავენ და თავის დასაბურავს ყველა ზომაზე რომ აკეთებენ სულების მოსანადირებლად! ჩემი ერის სულებს მოინადირებთ, თქვენს სულებს კი გადაირჩენთ?
- ტიმოთეს მიმართ ბ 3:8როგორც იანე და იამბრე უპირისპირდებოდნენ მოსეს, ისე ესენიც უპირისპირდებიან ჭეშმარიტებას: გონებაგახრწნილი კაცნი, რწმენაში უმეცარნი.
- ტიმოთეს მიმართ ბ 3:9მაგრამ ამას იქით ვეღარსად წავლენ, რადგან ამათი უმეცრება ისევე ცხადი გახდება ყველასთვის, როგორც იმათი.
- ეზექიელი 13:8ამიტომ ასე ამბობს უფალი, ღმერთი: რაკი ფუჭს ლაპარაკობთ და სიცრუეს ხედავთ, ამიტომაც, აჰა, თქვენ წინააღმდეგ ვარ, ამბობს უფალი ღმერთი.
- ეზექიელი 13:9იქნება ჩემი ხელი ფუჭმხილველ წინასწარმეტყველთა და სიცრუის მისანთა წინააღმდეგ; ჩემი ერის საბჭოში არ იქნებიან ისინი, ისრაელის სახლის წიგნში არ ჩაიწერებიან და ისრაელის მიწაზე ვერ მივლენ. მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ღმერთი ვარ.
- ეზექიელი 13:15კედელზე გადმოვანთხევ ჩემს რისხვას და მის მლესავებზე, გეტყვით თქვენ: აღარ არის კედელი და არც მისი შემლესავი;
- ეზექიელი 13:16აღარც ისრაელის წინასწარმეტყველნი იერუსალიმზე რომ წინასწარმეტყველებდნენ და აღარც მისთვის მშვიდობისმხილველნი, როცა არ არის მშვიდობა, ამბობს უფალი ღმერთი.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 13
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში