
ეზექიელი 14:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ წინასწარმეტყველი ჩავარდა ცდუნებაში და ალაპარაკდა, მე, უფალი, ვიქნები ამ წინასწარმეტყველის მაცდუნებელი; ხელს მოვუღერებ და ჩემი ერიდან, ისრაელიდან, ამოვძირკვავ მას.
ეზექიელი 14:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 14:9 კონტექსტში
14:7რადგან, თუ კაცი ვინმე ისრაელის სახლიდან და მდგმურთაგან, რომელიც მდგმურობს ისრაელში, გამიუცხოვდება, აღმართავს კერპებს თავის გულში და უკეთურებას დაბრკოლებად დაიდებს წინ, წინასწარმეტყველთან მივა, რომ დამეკითხოს - მე, უფალმა, როგორ გავცე მას პასუხი?
14:8პირს მივაქცევ ამ კაცის წინააღმდეგ, ნიშად და იგავად გავხდი მას და მოვკვეთავ ჩემი ერიდან. მაშინ მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
14:9თუ წინასწარმეტყველი ჩავარდა ცდუნებაში და ალაპარაკდა, მე, უფალი, ვიქნები ამ წინასწარმეტყველის მაცდუნებელი; ხელს მოვუღერებ და ჩემი ერიდან, ისრაელიდან, ამოვძირკვავ მას.
14:10პასუხს აგებენ თავიანთ დანაშაულზე; ერთი იქნება დანაშაული შემკითხველისა და დანაშაული წინასწარმეტყველისა,
14:11რომ ამიერიდან აღარ განმიდგეს ისრაელის სახლი და აღარ შესცოდოს თავისი შეცოდებებით, იყოს ჩემი ერი და მე მისი ღმერთი ვიყო, ამბობს უფალი ღმერთი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 14:9
- იერემია 4:10ვთქვი; ეჰა, უფალო ღმერთო! ნამდვილად მოგიტყუებია ეს ერი და იერუსალიმი, რომ ეუბნებოდი: მშვიდობა იქნებაო თქვენში, მაგრამ ყელზეა მობჯენილი მახვილი.
- ეზექიელი 20:25მეც მივეცი მათ უვარგისი წესები და სამართალი, რომლითაც ვერ იცოცხლებდნენ;
- ესაია 66:4მეც ავარჩევ მათთვის უბედურებებს და შიშისზარს მოვუვლენ მათ, რადგან ვეძახდი და არავინ იყო პასუხის გამცემი, ვლაპარაკობდი და არავის ესმოდა, სიავეს სჩადიოდნენ ჩემს თვალში და, რაც არ მომწონდა, იმას ირჩევდნენ.
- ესაია 9:12არამი აღმოსავლეთით და ფილისტიმელი დასავლეთით - და პირაშკმით ჭამენ ისრაელს. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღებულია მისი ხელი.
- ეზექიელი 16:27აჰა, ხელს მოგიღერებ და არჩივს შეგიმცირებ; მიგცემ შენი მოძულეების - ფილისტიმელთა დიაცების ნებაზე, რომელთაც ერცხვინებათ შენი უზნეო საქციელი.
- იერემია 14:15ამიტომ ასე ამბობს უფალი წინასწარმეტყველებაზე: ქადაგებენ ჩემი სახელით, თუმცა მე არ გამომიგზავნია ისინი; ამბობენ, მახვილი და შიმშილობა არ იქნებაო ამ ქვეყანაში, მაგრამ თავად ეს წინასწარმეტყველნი გაწყდებიან მახვილითა და შიმშილით.
- მეფეთა ბ 12:11ასე თქვა უფალმა: აჰა, უბედურებას დაგათევ შენივე სახლიდან, ავიყვან შენს თვალწინ შენს ცოლებს და შენს მოყვასებს მივცემ; მზისით დაწვებიან შენს ცოლებთან.
- მეფეთა ბ 12:12თუმც შენ ჩუმად გააკეთე, მე მთელი ისრაელის წინაშე და მზის წინაშე გავაკეთებ ამ საქმეს.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 14
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში