
ეზექიელი 14:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
პასუხს აგებენ თავიანთ დანაშაულზე; ერთი იქნება დანაშაული შემკითხველისა და დანაშაული წინასწარმეტყველისა,
ეზექიელი 14:10 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 14:10 კონტექსტში
14:8პირს მივაქცევ ამ კაცის წინააღმდეგ, ნიშად და იგავად გავხდი მას და მოვკვეთავ ჩემი ერიდან. მაშინ მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
14:9თუ წინასწარმეტყველი ჩავარდა ცდუნებაში და ალაპარაკდა, მე, უფალი, ვიქნები ამ წინასწარმეტყველის მაცდუნებელი; ხელს მოვუღერებ და ჩემი ერიდან, ისრაელიდან, ამოვძირკვავ მას.
14:10პასუხს აგებენ თავიანთ დანაშაულზე; ერთი იქნება დანაშაული შემკითხველისა და დანაშაული წინასწარმეტყველისა,
14:11რომ ამიერიდან აღარ განმიდგეს ისრაელის სახლი და აღარ შესცოდოს თავისი შეცოდებებით, იყოს ჩემი ერი და მე მისი ღმერთი ვიყო, ამბობს უფალი ღმერთი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 14:10
- ეზექიელი 23:49თქვენზე მოაქცევენ თქვენს გარყვნილებას და იტვირთავთ სასჯელს თქვენი კერპების გამო; მაშინ მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი ღმერთი.
- ეზექიელი 17:18შეიძულა ფიცი აღთქმის დასარღვევად და, აჰა, მისცა თავისი ხელი და ყოველივე ეს ჩაიდინა, ამიტომაც არ გადარჩება.
- ეზექიელი 17:20მოვისვრი მასზე ჩემს სათხეველს და გაეხვევა ჩემს ბადეში; წავიყვან ბაბილონში და იქ მოვკითხავ მას მისი ვერაგობის გამო, რაც მივერაგა.
- შესაქმე 4:13უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი:
- მიქა 7:9დავითმენ უფლის რისხვას (რადგან ცოდვილი ვარ მის წინაშე), ვიდრე ჩემს საქმეს არ გაიკითხავს და არ გადამიწყვეტს თავის სამართალს; ნათელში გამიყვანს და მე ვიხილავ მის სიკეთეს.
- ეზექიელი 14:7რადგან, თუ კაცი ვინმე ისრაელის სახლიდან და მდგმურთაგან, რომელიც მდგმურობს ისრაელში, გამიუცხოვდება, აღმართავს კერპებს თავის გულში და უკეთურებას დაბრკოლებად დაიდებს წინ, წინასწარმეტყველთან მივა, რომ დამეკითხოს - მე, უფალმა, როგორ გავცე მას პასუხი?
- ეზექიელი 14:8პირს მივაქცევ ამ კაცის წინააღმდეგ, ნიშად და იგავად გავხდი მას და მოვკვეთავ ჩემი ერიდან. მაშინ მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
- ეზექიელი 14:4ამიტომ ელაპარაკე მათ და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: თუ კაცი ვინმე ისრაელის სახლიდან, რომელსაც კერპები აქვს აღმართული თავის გულში და უკეთურება დაბრკოლებად უდევს წინ, მივა წინასწარმეტყველთან, როგორ მიიღებს პასუხს ჩემგან, უფლისგან, როცა თავის კერპთა სიმრავლითურთ არის მოსული,
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 14
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში