
ეზექიელი 15:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გავაუკაცურებ ქვეყანას, რადგან გამდგარნი არიან, ამბობს უფალი ღმერთი.
ეზექიელი 15:8 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 15:8 კონტექსტში
15:6ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: როგორც ვაზი მივეცი ცეცხლს ტყის ხეთა შორის დასაწვავად, ასე მივეცი იერუსალიმის მკვიდრნიც.
15:7მათ წინააღმდეგ მივაქცევ ჩემს პირს; ცეცხლიდან გამოვლენ და მაინც ცეცხლი შეჭამთ; მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა პირს მივაქცევ მათ წინააღმდეგ.
15:8გავაუკაცურებ ქვეყანას, რადგან გამდგარნი არიან, ამბობს უფალი ღმერთი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 15:8
- ეზექიელი 6:14ხელს მოვუღერებ მათ ყველგან, სადაც კი ცხოვრობენ, და დიბლას უდაბნოზე მეტად გავაუკაცრუებ და გავატიალებ ქვეყანას. მაშინ მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ.
- ნეშტთა შორისა ბ 36:14ასევე მღვდლებისა და ხალხის ყველა წინამძღოლი მრავალს სცოდავდა წარმართთა ყველა სისაძაგლის კვალზე და ბილწავდნენ უფლის სახლს, რომელიც იერუსალიმში განწმიდა მან.
- ნეშტთა შორისა ბ 36:16მაგრამ ისინი აბუჩად იგდებდნენ მოციქულებს, არად აგდებდნენ მის სიტყვებს და დასცინოდნენ მის წინასწარმეტყველებს, ვიდრე მის ერს უფლისაგან უსაშველო რისხვა არ დაატყდა.
- ეზექიელი 14:13ადამის ძევ! თუ ქვეყანა შესცოდავს ჩემ წინაშე და განმიდგება, ხელს მოვუღერებ და პურის კვერთხს გადავუმტვრევ, მოვუვლენ შიმშილს და გავუწყვეტ კაცსა და საქონელს.
- ეზექიელი 14:21რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ჩემი ოთხი მძიმე სასჯელიც რომ მოვუვლინო იერუსალიმს - მახვილი, შიმშილი, სასტიკი მხეცი და ჟამი - ქვეყნად კაცისა და საქონლის გასაწყვეტად,
- ესაია 24:3მთელი ქვეყანა გაპარტახდება და პირწმინდად გაიძარცვება, რადგან უფალმა წარმოთქვა ეს სიტყვა.
- ესაია 24:12უდაბურება დასადგურდა ქალაქში და ჩამოიქცა კარიბჭე.
- ეზექიელი 33:29მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა უდაბნოდ და უკაცრიელად ვაქცევ ამ ქვეყანას; ყველა სისასაძგლისთვის, რაც ჩაუდენიათ.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 15
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში