
ეზექიელი 14:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ჩემი ოთხი მძიმე სასჯელიც რომ მოვუვლინო იერუსალიმს - მახვილი, შიმშილი, სასტიკი მხეცი და ჟამი - ქვეყნად კაცისა და საქონლის გასაწყვეტად,
ეზექიელი 14:21 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 14:21 კონტექსტში
14:19თუ ჟამს მოვუვლენდი იმ ქვეყანას და სისხლით გადმოვანთხევდი მასზე ჩემს რისხვას კაცისა და საქონლის ამოსაწყვეტად,
14:20ვერც ნოე, ვერც დანიელი და ვერც იობი (ცოცხალიმც ვარ! ამბობს უფალი) ვერ გადაარჩენდნენ ვაჟსა და ასულს, მხოლოდ საკუთარ თავს გადაირჩენდნენ თავიანთი სიმართლით.
14:21რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ჩემი ოთხი მძიმე სასჯელიც რომ მოვუვლინო იერუსალიმს - მახვილი, შიმშილი, სასტიკი მხეცი და ჟამი - ქვეყნად კაცისა და საქონლის გასაწყვეტად,
14:22აჰა, დარჩება თავდაღწეულ ვაჟთა და ასულთა ნატამალი; აჰა, გამოვლენ თქვენთან და თქვენ დაინახავთ მათ საქციელს და მათ საქმეებს, და დაგავიწყდებათ ბოროტება, რომელიც იერუსალიმს დავატეხე, ყველაფები, რაც მას დავატეხე.
14:23დაგავიწყებენ ყველაფერს, როცა მათ საქციელს და საქმეებს დაინახავთ, და მიხვდებით, რომ ამაოდ არ გამიკეთებია ყველაფერი, რაც იქ გავაკეთე, ამბობს უფალი ღმერთი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 14:21
- ეზექიელი 33:27ასე უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ცოცხალიმც ვარ, თუ ნაოხარებში მყოფნი მახვილით არ დაეცნენ და მინდვრად მყოფნი მხეცებს არ მიეცნენ შესაჭმელად, ვინც ციხე-სიმაგრეებში და გამოქვაბულებში არიან, შავი ჭირით არ დაიხოცნონ!
- ეზექიელი 5:17მოგივლენთ შიმშილს და სასტიკ მხეცებს და შვილმკვდარნი იქნებით; ჭირი და სისხლი ჩაივლის შენში და მახვილს მოვიღებ შენზე. მე, უფალი, ვლაპარაკობ ამას.
- ეზექიელი 14:15თუ სასტიკ მხეცებს მივუშვებდი ქვეყანაზე და გაატიალებდნენ, ისე გაუდაბურდებოდა, რომ მხეცების შიშით ვერავინ გაივლიდა იქ,
- ეზექიელი 14:19თუ ჟამს მოვუვლენდი იმ ქვეყანას და სისხლით გადმოვანთხევდი მასზე ჩემს რისხვას კაცისა და საქონლის ამოსაწყვეტად,
- ეზექიელი 14:13ადამის ძევ! თუ ქვეყანა შესცოდავს ჩემ წინაშე და განმიდგება, ხელს მოვუღერებ და პურის კვერთხს გადავუმტვრევ, მოვუვლენ შიმშილს და გავუწყვეტ კაცსა და საქონელს.
- ეზექიელი 14:17თუ მახვილს მოვუვლენდი იმ ქვეყანას და ვეტყოდი: მახვილო, ჩაიარე-მეთქი ქვეყანაში! და გავუწყვეტდი კაცსა და საქონელს,
- ეზექიელი 6:11ასე ამბობს უფალი ღმერთი: ხელი ხელს შემოჰკარი და ფეხი ურტყი მიწას, თქვი: ვაგლახ! ისრაელის სახლის უკეთურ სიბილწეთა გამო მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით დაეცემიან!
- ეზექიელი 6:12შორსმყოფი ჭირისგან მოკვდება და ახლოსმყოფი მახვილით დაეცემა; დარჩენილი და ალყაშემორტყმული შიმშილით მოკვდება. ასე ამოვწურავ მათზე ჩემს რისხვას.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 14
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში