
ეზექიელი 17:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ თავისი გამამეფებელი მეფის ქვეყანაში, ბაბილონში, არ მოკვდეს ის, ვინც შეიძულა ფიცი და აღთქმა დაარღვია!
ეზექიელი 17:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 17:16 კონტექსტში
17:14რომ დამდაბლებულიყო სამეფო და არ გაამაყებულიყო, რომ დაეცვა მისი აღთქმა და გადარჩენილიყო.
17:15ის კი აუჯანყდა მას და მოციქულები გაგზავნა ეგვიპტეში, რომ ცხენები და ბევრი ხალხი მოეცათ მისთვის; განა იღორძინებს და გადარჩება ამის ჩამდენი? აღთქმას დაარღვევს და გადარჩება?
17:16ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ თავისი გამამეფებელი მეფის ქვეყანაში, ბაბილონში, არ მოკვდეს ის, ვინც შეიძულა ფიცი და აღთქმა დაარღვია!
17:17ვერაფერს უშველის ბრძოლაში ფარაონი დიდძალი ლაშქრითა და ურიცხვი ხალხით, როცა აღიმართება მიწაყრილები და აიგება გოდლები მრავალი სულის გასაწყვეტად.
17:18შეიძულა ფიცი აღთქმის დასარღვევად და, აჰა, მისცა თავისი ხელი და ყოველივე ეს ჩაიდინა, ამიტომაც არ გადარჩება.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 17:16
- ეზექიელი 12:13მოვისვრი მასზე ჩემს სათხეველს და გაებმება ჩემს მახეში: წავიყვან ბაბილონში, ქალდეველთა ქვეყანაში, მაგრამ ვერ იხილავს მას, თუმცა იქ მოკვდება.
- იერემია 52:11ციდკიაჰუს თვალები დათხარა, ბორკილები დაადო, წაიყვანა ბაბილონის მეფემ ბაბილონს, საპყრობილეში.
- გამოსვლა 8:2თუ უარს იტყვის გაშვებაზე, გომბეშოებით მოვწყლავ მთელ შენს ქვეყანას.
- გამოსვლა 20:7არ დაიფიცო ფუჭად უფლის, შენი ღვთის სახელი, რადგან დაუსჯელი არ გადაურჩება უფალს მისი სახელის ფუჭად მოფიცარი.
- იერემია 39:7თვალები დათხარა ციდკიას და ბორკილები დაადო, რომ ბაბილონში წაეყვანათ.
- იერემია 32:4ვერ წაუვაო იუდას მეფე ციდკია ხელიდან ქალდეველებს, რადგან ხელში ჩაუვარდებაო ბაბილონის მეფეს; პირისპირ ექნებაო ლაპარაკი და საკუთარი თვალით შეხედავენო ერთმანეთს.
- იერემია 32:5ბაბილონში წაიყვანს ციდკიას და იქ იქნება, ვიდრე მე არ მოვიკითხავო მას, ამბობს უფალი; თუ შეებრძოლებით ქალდეველებს, არ გაგიმარჯვდებათო.
- ფსალმუნები 15:4ვის თვალშიც დამცირებულია საზიზღარი, ხოლო ღვთის მოშიშებს პატივსა სცემს; ვინც დაიფიცებს თავის საზიანოდ და არ შეცვლის;
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 17
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში