
ეზექიელი 20:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაგრამ ვერ გაიმეტა ისინი ჩემმა თვალმა დასაღუპავად და ვერ გავწყვიტე ისინი უდაბნოში.
ეზექიელი 20:17 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 20:17 კონტექსტში
20:15მაინც აღვმართე ხელი უდაბნოში მათ წინააღმდეგ, რომ არ მიმეყვანა იმ ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი, და ყოველი ქვეყნის მშვენებაა;
20:16რაკი შეიძულეს ჩემი სამართალი და ჩემს წესებს არ მიჰყვებოდნენ, და შელახეს ჩემი შაბათები, რადგან მათი კერპებისკენ მიუწევდათ გული.
20:17მაგრამ ვერ გაიმეტა ისინი ჩემმა თვალმა დასაღუპავად და ვერ გავწყვიტე ისინი უდაბნოში.
20:18ვუთხარი მათ შვილებს უდაბნოში: თქვენი მამების წესებს ნუ მიჰყვებით, მათ სამართალს ნუ იცავთ, მათი კერპებით თავს ნუ იუწმიდურებთ-მეთქი.
20:19მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი; ჩემს წესებს მიჰყევით, ჩემი სამართალი დაიცავით და შეასრულეთ-მეთქი;
პარალელური ადგილები: ეზექიელი 20:17
- ეზექიელი 11:13როცა ეს ვიწინასწარმეტყველე, მოკვდა ფელატიაჰუ ბენაიას ძე და მე პირქვე დავემხე, შევღაღადე მაღალი ხმით და ვთქვი: ვაგლახ, უფალო ღმერთო! ნუთუ ბოლო უნდა მოუღო ისრაელის ნატამალს?
- იერემია 5:18იმხანადაც კი, ამბობს უფალი, არ მოგსპობო საბოლოოდ.
- იერემია 4:27რადგან ასე ამბობს უფალი: გაუდაბურდება მთელი ქვეყანა, თუმცა საბოლოოდ არ გავანადგურებ.
- ეზექიელი 8:18მაშინ მეც რისხვით მოვიქცევი, არ ექნება შებრალება ჩემს თვალს და არ დავინდობ; თუნდაც მაღალი ხმით ჩამძახონ ყურში, არ მოვუსმენ მათ.
- ფსალმუნები 78:37ხოლო არ იყო მათი გული წრფელი მასთან და არც მის აღთქმას ერწმუნებოდნენ.
- ფსალმუნები 78:38და ის, გულმოწყალე, შეუნდობს ცოდვას და არ მოსპობს, მრავალჯერ უკუაგდებს თავის რისხვას და არ აღაგზნებს მთელ თავის გულისწყრომას.
- მეფეთა ა 24:10ახლა ხომ შენი თვალით დაინახე, რომ ჩამიგდო დღეს ხელში შენი თავი უფალმა გამოქვაბულში და მეუბნებოდნენ, მოჰკალიო. მაგრამ შეგიბრალე და ვთქვი, ხელს არ აღვმართავ ჩემს ბატონზე, რადგან უფლის ცხებულია-მეთქი.
- ნეემია 9:19მაგრამ შენ შენი დიდი გულმოწყალებით არ სტოვებდი მათ უდაბნოში. დღისით ღრუბლის სვეტი არ შორდებოდა გზაზე საწინამძღვროდ, და ღამით ცეცხლის სვეტი, ის გზა რომ გაენათებინა, რომელსაც ადგნენ.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 20
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში