
ეზექიელი 20:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამიტომ ელაპარაკე ისრაელის სახლს, ადამის ძევ, და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: კიდევ ამით შემბღალეს თქვენმა მამებმა, ვერაგულად რომ იქცეოდნენ ჩემს მომართ.
ეზექიელი 20:27 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 20:27 კონტექსტში
20:25მეც მივეცი მათ უვარგისი წესები და სამართალი, რომლითაც ვერ იცოცხლებდნენ;
20:26გავაუწმიდურე ისინი შესაწირავებით, ყოველი პირველშობილის გატარებით ცეცხლში, რომ გამეჩანაგებინა ისინი, რომ მიმხვდარიყვნენ, რომ უფალი ვარ.
20:27ამიტომ ელაპარაკე ისრაელის სახლს, ადამის ძევ, და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: კიდევ ამით შემბღალეს თქვენმა მამებმა, ვერაგულად რომ იქცეოდნენ ჩემს მომართ.
20:28მივიყვანე იმ ქვეყანაში, რომლის მიცემას ხელის აღმართვით დავპირდი მათ; მათ კი მონახეს ყველა მაღალი გორაკი და ყველა ხემხვივანი და სწირავდნენ იქ თავიანთ მსხვერპლს, მიჰქონდათ იქ თავიანთი შესაწირავი ჩემს გასაჯავრებლად, აკმევდნენ იქ ამოდსაყნოსელს და ღვრიდნენ იქ თავიანთ საღვრელს.
20:29ვუთხარი, ეს რა გორაკია, სადაც დადიხართ-მეთქი? და დღევანდლამდე გორაკი ეწოდება სახელად.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 20:27
- რომაელთა მიმართ 2:24ვინაიდან, როგორც წერია, თქვენ გამო იგმობა ღვთის სახელი წარმართთა შორის.
- ეზექიელი 3:11წადი და მიდი ტყვეებთან, შენი ერის შვილებთან, და ელაპარაკე მათ; უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი; გინდ მოისმინონ, გინდ ნუ მოისმენენ.
- ეზექიელი 3:4მითხრა: ადამის ძევ! მიდი ისრაელის სახლთან და უთხარი ჩემი სიტყვები;
- ეზექიელი 3:27მაგრამ, როცა დაგელაპარაკები, გაგიხსნი ბაგეს და ეტყვი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი. გამგონემ გაიგოს, გაუგონარი ნუ გაიგებს; რადგან ურჩი მიდგმაა ისინი.
- ეზექიელი 2:7უთხარი ჩემი სიტყვები, გინდ მოისმინონ, გინდ ნუ მოისმენენ, რადგან ურჩნი არიან.
- ეზექიელი 18:24თუ მართალი მიიქცევა თავისი სიმართლისგან და ჩაიდენს უკეთურებას, ჩაიდენს ყველა სისაძაგლეს, რასაც ბოროტეული სჩადის, იცოცხლებს განა? ყოველი სიკეთე, რაც გაუკეთებია, არ გაუხსენდება; მისი ვერაგობის გამო, რაც ივერაგა, და ცოდვის გამო, რაც შესცოდა, ამათ გამო მოკვდება.
- გამოცხადება 13:5მიეცა მას პირი მზვაობრად მეტყველი და ღვთისმგმობელი, და მიეცა მას ხელმწიფება, რათა მოქმედებდეს ორმოცდაორი თვის განმავლობაში.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 20
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში