
ეზექიელი 20:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვუთხარი, ეს რა გორაკია, სადაც დადიხართ-მეთქი? და დღევანდლამდე გორაკი ეწოდება სახელად.
ეზექიელი 20:29 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 20:29 კონტექსტში
20:27ამიტომ ელაპარაკე ისრაელის სახლს, ადამის ძევ, და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: კიდევ ამით შემბღალეს თქვენმა მამებმა, ვერაგულად რომ იქცეოდნენ ჩემს მომართ.
20:28მივიყვანე იმ ქვეყანაში, რომლის მიცემას ხელის აღმართვით დავპირდი მათ; მათ კი მონახეს ყველა მაღალი გორაკი და ყველა ხემხვივანი და სწირავდნენ იქ თავიანთ მსხვერპლს, მიჰქონდათ იქ თავიანთი შესაწირავი ჩემს გასაჯავრებლად, აკმევდნენ იქ ამოდსაყნოსელს და ღვრიდნენ იქ თავიანთ საღვრელს.
20:29ვუთხარი, ეს რა გორაკია, სადაც დადიხართ-მეთქი? და დღევანდლამდე გორაკი ეწოდება სახელად.
20:30ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ხომ იუწმიდურებთ თავს თქვენი მამა-პაპის გზით? ხომ ირყვნებით მათი სიბლწეების კვალზე?
20:31როცა მიგაქვთ თქვენი შესაწირავი, როცა ცეცხლში ატარებთ თქვენს შვილებს, თავს იუწმიდურებთ ყველა თქვენი კერპით დღევანდლამდე, და კიდევ გინდათ, რომ შეგეკითხვინოთ, ისრაელის სახლო? ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ შეგეკითხვინოთ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 20:29
- ეზექიელი 16:24რომ აიშენე სამეძავო და მოიწყვე სათაყვანო გორაკი ყოველ მოედანზე.
- ეზექიელი 16:25ყოველ გზაჯვარედინზე გამართე გორაკი და შელახე შენი მშვენება, ფეხებს უწევდი ყოველ გამვლელს და გაახშირე შენი ბოზობა.
- ეზექიელი 16:31როცა სამეძაოებს აშენებდი ყოველ გზაჯვარედინზე და სათაყვანო გორაკებს აგებდი ყოველ მოედანზე, არ ჰგავდი საჩუქრებზე დახარბებულ მეძავს,
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 20
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში