
ეზექიელი 20:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მივიყვანე იმ ქვეყანაში, რომლის მიცემას ხელის აღმართვით დავპირდი მათ; მათ კი მონახეს ყველა მაღალი გორაკი და ყველა ხემხვივანი და სწირავდნენ იქ თავიანთ მსხვერპლს, მიჰქონდათ იქ თავიანთი შესაწირავი ჩემს გასაჯავრებლად, აკმევდნენ იქ ამოდსაყნოსელს და ღვრიდნენ იქ თავიანთ საღვრელს.
ეზექიელი 20:28 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 20:28 კონტექსტში
20:26გავაუწმიდურე ისინი შესაწირავებით, ყოველი პირველშობილის გატარებით ცეცხლში, რომ გამეჩანაგებინა ისინი, რომ მიმხვდარიყვნენ, რომ უფალი ვარ.
20:27ამიტომ ელაპარაკე ისრაელის სახლს, ადამის ძევ, და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: კიდევ ამით შემბღალეს თქვენმა მამებმა, ვერაგულად რომ იქცეოდნენ ჩემს მომართ.
20:28მივიყვანე იმ ქვეყანაში, რომლის მიცემას ხელის აღმართვით დავპირდი მათ; მათ კი მონახეს ყველა მაღალი გორაკი და ყველა ხემხვივანი და სწირავდნენ იქ თავიანთ მსხვერპლს, მიჰქონდათ იქ თავიანთი შესაწირავი ჩემს გასაჯავრებლად, აკმევდნენ იქ ამოდსაყნოსელს და ღვრიდნენ იქ თავიანთ საღვრელს.
20:29ვუთხარი, ეს რა გორაკია, სადაც დადიხართ-მეთქი? და დღევანდლამდე გორაკი ეწოდება სახელად.
20:30ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ხომ იუწმიდურებთ თავს თქვენი მამა-პაპის გზით? ხომ ირყვნებით მათი სიბლწეების კვალზე?
პარალელური ადგილები: ეზექიელი 20:28
- ეზექიელი 6:13და მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ, როცა მათი მკვდრები ეყრებიან მათ კერპებს შორის, მათ სამსხვერპლოთა შორის, ყოველ მაღალ ბორცვზე, მთათა ყოველ მწვერვალზე, ყოველი ხემხვივანის ქვეშ, ყოველი რტომრავალი მუხის ქვეშ, ადგილებში, სადაც უკმევდნენ თავიანთ კერპებს.
- იესო ნავეს ძე 23:14აჰა, დღეს მივდივარ წუთისოფლის წესისამებრ. მთელი თქვენი გულითა და სულით შეიგნეთ, რომ არცერთი სიტყვა არ გაცუდებულა იმ სასიკეთო სიტყვებიდან, რაც თქვენზე უთქვამს უფალს, თქვენს ღმერთს.
- იერემია 3:6მითხრა უფალმა მეფე იოშიას დროს: ნახე, რა ჩაიდინა განმდგარმა ისრაელმა? დადიოდა ყველა მაღალ გორაკზე და ყველა ხემხვივანის ქვეშ და ბოზობდა იქ.
- ესაია 57:5რომ გახურებულხართ მუხებს შორის, ყოველი ხემხვივანის ქვეშ, ბავშვთა დამკვლელნო ხევებში, კლდეთა ნაპრალებში?
- ესაია 57:7მაღალ და დიდ მთაზე გაქვს მოწყობილი საწოლი; იქაც კი ახვედი მსხვერპლის შესაწირად.
- იერემია 2:7მოგიყვანეთ აყვავებულ მიწაზე, რომ მისი ნაყოფი და დოვლათი გეჭამათ. მოხვედით და შებღალეთ ჩემი მიწა, და ჩამი სამკვიდრო სიბილწედ აქციეთ.
- ნეემია 9:22მიეცი მათ სამეფოები და ხალხები და დაუნაწილე მათ. ისინი დაეპატრონენ სიხონის ქვეყანას, ხეშბონის მეფის ქვეყანას, ბაშანის მეფისეულ ყოგის ქვეყანას.
- ნეემია 9:26გაჯიუტდნენ და განგიდგნენ, ზურგს უკან გადაიგდეს შენი რჯული, ხოცავდნენ შენს წინასწარმეტყველებს, რომელნიც შეაგონებდნენ, რომ შენკენ მოქცეულიყვნენ, მაგრამ ისინი შენ წინაშე დიდად გასაწყრომ საქმეებს სჩადიოდნენ;
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 20
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში