
ეზექიელი 20:34 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოგიყვანთ ხალხებიდან და შეგკრებთ ქვეყნებიდან, სადაც გაფანტული ხართ, მაგარი ხელით და გაშლილი მკლავით, რისხვის გადმონთხევით,
ეზექიელი 20:34 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 20:34 კონტექსტში
20:32არ ახდება, რაც ფიქრში მოგდით, რომ ამბობთ: ვიქნებით, როგორც სხვა ხალხები არიან, როგორც სხვა ქვეყნების ტომები არიან, რომ ხესა და ქვას ვემსახუროთო.
20:33ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ მაგარი ხელით და გაშლილი მკლავით, რისხვის გადმონთხევით არ ვიმეფო თქვენზე!
20:34გამოგიყვანთ ხალხებიდან და შეგკრებთ ქვეყნებიდან, სადაც გაფანტული ხართ, მაგარი ხელით და გაშლილი მკლავით, რისხვის გადმონთხევით,
20:35და მიგიყვანთ ხალხთა უდაბნოში და იქ პირისპირ მოგიწყობთ განკითხვას.
20:36როგორც თქვენს მამა-პაპას განვიკითხავდი ეგვიპტის ქვეყნის უდაბნოში, ისევე განგიკითხავთ თქვენც, ამბობს უფალი ღმერთი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 20:34
- ეზექიელი 20:38გამოვყოფ თქვენგან მოჯანყეებს და ჩემს ურჩებს, და მათი მდგმურობის ქვეყნიდან გამოვიყვან მათ, მაგრამ ისრაელის მიწაზე ვერ მივლენ და მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
- ამოსი 9:9რადგან, აჰა, ვბრძანებ და გავცხრილავ ისრაელის სახლის ყველა ხალხს, როგორც ხორბალი იცხრილება. და ერთი მარცვალიც არ დავარდება მიწაზე.
- ამოსი 9:10მახვილით მოკვდება ყველა ცოდვილი ჩემს ერში, რომლებიც ამბობენ, არ დააჩქარებო, არ მოაწევო ჩვენზე უბედურებას.
- ეზექიელი 34:16დაკარგულს მოვიძიებ, გატაცებულს დავაბრუნებ, დაჭრილს ჭრილობებს შევუხვევ, დაუძლურებულს მოვაძლიერებ, მსუქანს და ძლიერს მოვუვლი; სამართლიანად დავმწყესავ მათ.
- ესაია 27:9ამიტომ წარიხოცება ამით: იაკობის დანაშაული და, აჰა, ეს იქნება მისი ცოდვის მიტევების ნაყოფი; როცა კირის ნაფშხვენებივით აქცევს სამსხვერპლოს ლოდებს, როცა აღარ იდგებიან აშერები და მზის კერპები.
- ესაია 27:13ამ დღეს ახმიანდება დიდი საყვირი და მოვლენ აშურის ქვეყანაში დაკარგულნი და ეგვიპტის ქვეყანად გაგდებულნი, რომ თაყვანისცენ უფალს წმიდა მთაზე იერუსალიმში.
- იერემია 44:6გადმოინთხა ჩემი რისხვა და წყრომა, და მოედო იუდას ქალაქებს და იერუსალიმის ქუჩებს; ნანგრევებად იქცნენ და გაუდაბურდნენ, როგორც დღეს არის.
- გლოვა იერემიასი 2:4როგორც მტერმა, მოზიდა მშვილდი, აღმართა მარჯვენა დუშმანივით და მოკლა მისი თვალის სიხარული; ცეცხლივით დაანთხია თავისი რისხვა სიონის ასულის კარავში.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 20
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში