
ეზექიელი 21:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენ კი, ადამის ძევ, იწინასწარმეტყველე და თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი ყამონიანებზე და მათ სირცხვილზე. თქვი: მახვილი, მახვილია გაშიშვლებული დასახოცავად, გაფერილია შესამუსრად, რომ ელვარებდეს.
ეზექიელი 21:28 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 21:28 კონტექსტში
21:26ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოიშორე ჯიღა და მოიხადე გვირგვინი; ყოველთვის ასე არ იქნება: მდაბალი აღზევდება, აღზევებული დამდაბლდება.
21:27დამხობას, დამხობას, დამხობას ვუწილხვედრებ და ესეც აღარ იქნება, სანამ ის არ მოვა, ვის ხელშიც არის სამართალი, რომ მას ჩავაბარო.
21:28შენ კი, ადამის ძევ, იწინასწარმეტყველე და თქვი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი ყამონიანებზე და მათ სირცხვილზე. თქვი: მახვილი, მახვილია გაშიშვლებული დასახოცავად, გაფერილია შესამუსრად, რომ ელვარებდეს.
21:29ყალბი ხილვებით, ცრუ მისნობით მიგაგდებენ გვამებთან დახოცილ ბოროტეულთა, რომელთაც დაუდგათ ჟამი, როცა ბოლო უნდა მოეღოს დანაშაულს.
21:30ჩააგე თავის ქარქაშში; შენი გაჩენის ადგილას, შენი შობის ქვეყანაში განგსჯი შენ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 21:28
- ეზექიელი 21:9ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე და თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი. თქვი: მახვილი, მახვილი გალესილია და გაფერილიც!
- ეზექიელი 21:10გალესილია დასაკლავის დასაკლავად; გაფერილია, რომ ელავდეს ელვასავით! ანთუ გვიხაროდეს, ჩემი ძის კვერთხს რომ სძულს ყოველი ხე?
- ეზექიელი 21:20დასახე გზა მახვილის მოსასვლელად რაბათში, ყამონიანთა ქალაქში, და იუდაში, გამაგრებულ იერუსალიმში;
- სოფონია 2:8მესმოდა როგორ ილანძღებოდა მოაბი და როგორ ავსიტყვაობდნენ ყამონელები, როგორ ლანძღავდნენ ჩემს ერს და დიდგულობდნენ მის საზღვრებთან.
- სოფონია 2:10ეს მოელით მათი ამპარტავნობის გამო, რომ ილანძღებოდნენ და ედიდგულებოდნენ ცაბაოთ უფლის ერს.
- იერემია 12:12უდაბნოს ყველა გორაკს შეესივნენ ავაზაკები, რადგან უფლის მახვილი ჭამს ყველაფერს ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე. არცერთ ხორციელს არ ექნება მშვიდობა.
- იერემია 49:1ყამონიანებზე. ასე ამბობს უფალი, ნუთუ შვილები არა ჰყავს ისრაელს? ნუთუ არა ჰყავს მემკვიდრე? აბა რატომ დაიმკვიდრა მალქომმა გადი და დასახლდა მისი ხალხი გადის ქალაქებში?
- იერემია 49:5აჰა, დაგცემ შიშის ზარს, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი, ყოველის მხრიდან; ყველანი ცალ-ცალკე განიდევნებით და ვეღარავინ შეგკრებთ გზადაკარგულებს.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 21
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში