
ეზექიელი 21:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დასახე გზა მახვილის მოსასვლელად რაბათში, ყამონიანთა ქალაქში, და იუდაში, გამაგრებულ იერუსალიმში;
ეზექიელი 21:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 21:20 კონტექსტში
21:18იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
21:19შენ კი, ადამის ძევ! დაისახე ორი გზა ბაბილონის მეფის მახვილის მოსასვლელად; ერთი ქვეყნიდან გამოვა ორივე. ქმენი ნიშანი, ქალაქის მთავარ გზაზე ქმენი.
21:20დასახე გზა მახვილის მოსასვლელად რაბათში, ყამონიანთა ქალაქში, და იუდაში, გამაგრებულ იერუსალიმში;
21:21რადგან შეჩერდა ბაბილონის მეფე გზაჯვარედინზე, ორი გზის თავში, სამკითხაოდ ისვრის ისრებს, ეკითხება თერაფიმებს, ღვიძლს ათვალიერებს.
21:22მის ხელმარჯვნივ იერუსალიმზე იყო წილი, რომ განელაგებინათ ტარანები, ხოცვა-ჟლეტისთვის გაეხსნათ პირი, აეტეხათ საომარი ყიჟინა, ტარანები კარიბჭეებისკენ მიეშვირათ, აღემართათ მიწაყრილები და აეგოთ გოდლები.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 21:20
- ამოსი 1:14ცეცხლს წავუკიდებ რაბას გალავნებს და ცეცხლი შთანთქავს მის დარბაზებს ყიჟინით ბრძოლის დღეს, ქარბორბალათი ქარიშხლიან დღეს.
- იერემია 49:2ამიტომაც, აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა ომის ყიჟინას გავაგონებ ყამონიანთა რახათს და უკაცრიელ ბორცვად გადაიქცევა; მისი დაბა-სოფლები ცეცხლში გადაიბუგება. ისრაელი დაიმკვიდრებს მათ სამკვიდრებელს, ამბობს უფალი.
- მეორე სთვლისაება 3:11რადგან მხოლოდ ყოგი, ბაშანის მეფე, იყო დარჩენილი რეფაიმთა მოდგმიდან. აჰა, მისი საწოლი, რკინის საწოლი! აჰა, აქ არის ის ყამონიანთა რაბაში: მისი სიგრძე ათი წყრთაა, სიგანე - ოთხი წყრთა, მამაკაცის წყრთა.
- ეზექიელი 25:5გადავაქცევ რაბათს აქლემების სადგომად და ყამონიანთა ქვეყანას - ცხვრის ფარეხად, და მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
- ფსალმუნები 48:12ყოველი მხრიდან მიადექით და გარს შემოუარეთ სიონს; დათვალეთ მისი კოშკები.
- ფსალმუნები 48:13გული დაუდეთ მის სიმაგრეებს; დაიარეთ მისი დარბაზები, რათა უამბოთ მომავალ თაობას.
- ფსალმუნები 125:1გალობა აღსავალთა. უფალზე დანდობილი მსგავსია სიონის მთისა - არ შეირყევა, იდგომება უკუნისამდე.
- ფსალმუნები 125:2იერუსალიმს გარეშემო მთები არტყია, ხოლო უფალი თავისი ერის გარშემოა ამიერიდან უკუნისაადე.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 21
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში