
ეზექიელი 22:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენი დაღვრილი სისხლით დადანაშაულდი და შენი გაკეთებული კერპებით გაუწმიდურდი; მოიახლოვე შენი ჟამი და მიეწურე შენს წელიწადებს. ამიტომაც ხალხების საგინებლად გაგხდი და ყოველი ქვეყნის სამასხარაოდ.
ეზექიელი 22:4 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 22:4 კონტექსტში
22:2ადამის ძევ! შენ განსჯი, განსჯი სისხლიან ქალაქს? გამოუცხადე ყოველი მისი სისაძაგლე.
22:3და თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ქალაქო, სისხლის მღვრელო შენს შუაგულში (მოვა მისი დროც!) და, კერპთა მკეთებელო, საკუთარი თავის წასაბილწად!
22:4შენი დაღვრილი სისხლით დადანაშაულდი და შენი გაკეთებული კერპებით გაუწმიდურდი; მოიახლოვე შენი ჟამი და მიეწურე შენს წელიწადებს. ამიტომაც ხალხების საგინებლად გაგხდი და ყოველი ქვეყნის სამასხარაოდ.
22:5მახლობელნი და შორებელნი გაგამასხრებენ სახელგატეხილს და მრავალღელვილს.
22:6აჰა, ისრაელის მთავარნი - თითოეული თავის ძალას იკრებდა, რომ სისხლი დაეღვარა შენს შორის!
პარალელური ადგილები: ეზექიელი 22:4
- ფსალმუნები 44:13მიგვეცი შესარცხვენად მეზობლებს, დასაცინად და საგინებლად - ჩვენს ირგვლივ მყოფთ.
- ფსალმუნები 44:14იგავად გვაქციე ხალხებს შორის, თავის გასაქნევ-გამოსაქნევად ერებს შორის.
- ეზექიელი 5:14მიგცემ გასაოხრებლად და შესარცხვენად ხალხებში, შენს გარშემო რომ არიან, და ყოველი გამვლელის თვალში.
- ეზექიელი 5:15იქნები შესარცხვენად და საკიცხველად, საარაკოდ და შესაზარად ხალხებისთვის, შენს გარშემო რომ არიან, როცა აღვასრულებ შენზე მსჯავრს რისხვით, წყრომით და სასტიკი სასჯელებით. მე, უფალი, ვლაპარაკობ ამას.
- ეზექიელი 16:57ვიდრე არ გამოაშკარავდა შენი სიავე და ახლა შეიქენი საკიცხველად არამის ასულთა და მის გარშემოთა, შენს მოძულე ფილისტიმელთა ასულთა, გარს რომ გახვევიან.
- ეზექიელი 22:2ადამის ძევ! შენ განსჯი, განსჯი სისხლიან ქალაქს? გამოუცხადე ყოველი მისი სისაძაგლე.
- ფსალმუნები 89:41გაძარცვეს იგი გამვლელ-გამომვლელებმა, მეზობლების დასაცინი გახდა.
- ფსალმუნები 89:42მაღლა ასწიე მის მოშუღართა მარჯვენა, გაახარე ყველა მისი მტერი.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 22
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში