
ფსალმუნი 44:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იგავად გვაქციე ხალხებს შორის, თავის გასაქნევ-გამოსაქნევად ერებს შორის.
ფსალმუნი 44:14 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 44:14 კონტექსტში
44:12გაჰყიდე შენი ერი სარგებლის გარეშე, და არ იდავე მათ ფასზე.
44:13მიგვეცი შესარცხვენად მეზობლებს, დასაცინად და საგინებლად - ჩვენს ირგვლივ მყოფთ.
44:14იგავად გვაქციე ხალხებს შორის, თავის გასაქნევ-გამოსაქნევად ერებს შორის.
44:15ყოველდღე ჩემი აუგი ჩემ წინაშეა და სირცხვილი მიფარავს სახეს
44:16შემარცხვენლისა და მაგინებლის ხმისაგან, მტრისა და შურისმაძიებლის პირისაგან.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 44:14
- იერემია 24:9და გავხდი მათ საფრთხობელად და საუბედუროდ დედამიწის ყველა სამეფოში, სასირცხოდ, საარაკოდ, დასაცინად და შესაჩვენებლად ყველა იმ ადგილზგ, სადაც კი განვდევნი მათ.
- იობი 16:4მეც თქვენსავით ვილაპარაკებდი, ჩემს ადგილზე რომ ყოფილიყავით? დაგიხვავებდით ამდენ სიტყვებს და თავის ქნევას დაგიწყებდით?
- მეორე სთვლისაება 28:37საფრთხობელად, თითის საჩვენებლად და სამასხროდ შეიქნები ყველა ხალხში, სადაც კი წაგიყვანს უფალი.
- ნეშტთა შორისა ბ 7:20ამოვძირკვავ მათ ჩემი მიწიდან, რომელიც მათ მივეცი, და ამ სახლს, რომელიც გავნათლე ჩემი სახელით, მოვიშორებ ჩემი პირიდან. საარაკოდ და სათრეველად გავხდი ყველა ხალხს შორის.
- იობი 17:6ხალხის საარაკოდ გამხადა და პირში საფურთხებლად ვიქეცი.
- ფსალმუნები 22:7ყველა, ვინც მხედავს, მე დამცინის; მქირდავენ და თავს გადააქნევენ.
- გლოვა იერემიასი 2:15ტაშს შემოჰკრავს შენზე ყოველი გზად ჩამვლელი, დაუსტვენს და თავს გააქნევს იერუსალიმის ასულზე: ეს არის ქალაქი, რომელზეც ამბობდნენ სრულქმნილი მშვენებააო, მთელი ქვეყნის სიხარულიაო?
- გლოვა იერემიასი 2:17აღასრულა უფალმა განზრახული; აახდინა თავისი ნათქვამი, რაც ჰქონდა ნაბრძანები ძველთაგანვე; დააქცია და არ შეიბრალა; მტერი გაახარა შენზე, რქა აღუმაღლა შენს დუშმანებს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 44
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 44 · გახსენი ბიბლიის მკითხველში