
ეზექიელი 23:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადამის ძევ! იყვნენ ორნი დანი, ერთი დედის ასულნი;
ეზექიელი 23:2 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 23:2 კონტექსტში
23:1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
23:2ადამის ძევ! იყვნენ ორნი დანი, ერთი დედის ასულნი;
23:3გაბოზდნენ ეგვიპტეში, სიყმაწვილიდანვე ბოზობდნენ; იქ დაისრისა მათი მკერდი და იქ დაიჭყლიტა მათი ქალწულური ძუძუები.
23:4მათი სახელები იყო - აჰოლა უფროსისა და აჰოლიბა მისი დისა. ჩემები იყვნენ და შვეს ვაჟები და ასულები. ეს არის მათი სახელები: აჰოლა სამარიაა და აჰოლიბა - იერუსალიმი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 23:2
- ეზექიელი 16:44აჰა, ყოველი მეიგავე იგავს გამოგითქვამს: რაც დედაა, ასულიც ის არისო.
- ეზექიელი 16:46შენი უფროსი და სამარიელია და თავის ასულებთან ერთად შენ მარცხნივ ცხოვრობს; შენი უმცროსი და, შენ მარჯვნივ რომ ცხოვრობს, სოდომია თავის ასულებთან ერთად.
- იერემია 3:7მე ვთქვი მას შემდეგ, რაც ყოველივე ეს ჩაიდინა: ჩემკენ მოიქეცი-მეთქი! მაგრამ არ მოქცეულა. ხედავდა ამას მისი მოღალატე დაჲ იუდა.
- იერემია 3:10ყოველივე ამის შემდგაც არ მოქცეულა ჩემკენ წრფელი გულით მოღალატე დაჲ იუდა, არამედ მხოლოდ მოჩვენებით, ამბობს უფალი.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 23
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში