
ეზექიელი 24:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადამის ძევ! აჰა, წაგართმევ შენს თვალთა ნეტარებას მოულოდნელი სიკვდილით; ნურც იგლოვ, ნურც იტირებ, ცრემლები ნუ დაგედინება;
ეზექიელი 24:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 24:16 კონტექსტში
24:14მე, უფალმა, ვთქვი და ახდება, აღვასრულებ; არ ვაპატიებ, არ დავინდობ, არ შევიბრალებ; შენი საქციელისამებრ და შენი ნამოქმედარისამებრ განგსჯიან, ამბობს უფალი ღმერთი.
24:15იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
24:16ადამის ძევ! აჰა, წაგართმევ შენს თვალთა ნეტარებას მოულოდნელი სიკვდილით; ნურც იგლოვ, ნურც იტირებ, ცრემლები ნუ დაგედინება;
24:17იკვნესე ჩუმად, მიცვალებულზე გლოვას ნუ გამართავ; ოღონდ თავი წაიკარი, ფეხზე ხამლები ჩაიცვი, წვერებს ნუ დაიფარავ და კაცების პურს ნუ შეჭამ.
24:18დილით ხალხს ველაპარაკებოდი და საღამოხანს მოკვდა ჩემი ცოლი; მეორე დილით ისე მოვიქეცი, როგორც მებრძანა.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 24:16
- იერემია 22:10ნუ სტირით მკვდარს, ნუ მოთქვამთ მასზე, იტირეთ წასული, რადგან არასოდეს დაბრუნდება და ვერ იხილავს მშობელ ქვეყანას.
- იერემია 13:17თუ ამას არ გაიგონებთ, იდუმალ იტირებს ჩემი სული თქვენი სიჯიუტის გამო, მწარედ აქვითინდება, ცრემლები წასკდება ჩემს თვალებს, რადგან ტყვედ წაასხამენ უფლის სამწყსოს.
- თესალონიკელთა მიმართ ა 4:13მაგრამ არ გვინდა, ძმანო, რომ არაფერი იცოდეთ განსვენებულთა თაობაზე, რათა მათსავით არ წუხდეთ, ვისაც არა აქვს სასოება.
- ეზექიელი 24:18დილით ხალხს ველაპარაკებოდი და საღამოხანს მოკვდა ჩემი ცოლი; მეორე დილით ისე მოვიქეცი, როგორც მებრძანა.
- ქებათა ქება 7:10შენი სასარჩეული ღვინოა, ჩემი მეტრფისკენ მიღვარული, მძინარეთა ბაგეების დამატკბობელი.
- ლევიანი 10:2გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შთანთქა ისინი; დაიხოცნენ უფლის წინაშე.
- ლევიანი 10:3უთხრა მოსემ აარონს: ეს არის, რასაც ამბობდა უფალი: ჩემს ახლობლებში განვიწმიდები და მთელი ერის წინაშე განვიდიდები. დადუმდა აარონი.
- იგავესნი 5:19მოყვარულ შველთან და ტურფა ქურციკთან, დაგატკბოს მისმა გულ-მკერდმა ყოველ დროს, გაბრუვდი მუდამ მისი სიყვარულით;
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 24
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში