
ეზექიელი 26:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თავისი ცხენების ქუსლებით გათელავს შენს ქუჩებს, შენს ხალხს მახვილით ამოხოცავს და შენი დიდების სვეტები მიწად დაემხობა.
ეზექიელი 26:11 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 26:11 კონტექსტში
26:9ტარანებით დაუწყებს ცემას შენს კედლებს და თავისი ცულებით შემუსრავს შენს გოდლებს.
26:10მის ცხენთა სიმრავლე მტვრით დაგფარავს, მხედრების, ბორბლების და ეტლების ხმაზე შეირყევა შენი კედლები, როცა შემოვა შენს კარიბჭეებში, როგორც ზღუდეგანგრეულ ქალაქში შედიან.
26:11თავისი ცხენების ქუსლებით გათელავს შენს ქუჩებს, შენს ხალხს მახვილით ამოხოცავს და შენი დიდების სვეტები მიწად დაემხობა.
26:12მოიალაფებენ შენს დოვლათს და დაიტაცებენ შენს ნავაჭრს, დააქცევენ შენს კედლებს და შენს სანუკვარ სახლებს დაანგრევენ; ქვებს, ხეებსა და მიწას წყალში გადაგიყრიან.
26:13დავადუმებ შენს ხმამაღალ სიმღერებს და შენი ჩანგის ხმა აღარ გაისმება. -
პარალელური ადგილები: ეზექიელი 26:11
- ესაია 5:28წამახული აქვს ისრები და ყველა მშვილდი მოზიდული აქვს; კაჟივითაა მისი ცხენის ფლოქვები და მისი ეტლის ბორბლები ქარიშხალია.
- ესაია 26:5რადგან დაამდაბლა მაღლის მკვიდრნი, აღზევებული ქალაქი; დაამხო იგი, მიწასთან გაასწორა, გააცამტვერა.
- აბაკუმი 1:8ჯიქზე უსწრაფესია მისი ცხენები, ბინდის მგლებივით მზერამახვილნი; დაჯირითობენ მისი მხედრებ, მოგრიალდებიან მხედრები შორიდან, მოფრინდებიან მსხვერპლს დაღირებული არწივებივით.
- იერემია 51:27აღმართეთ ბავრაყი ქვეყანაში, ჩაჰბერეთ ბუკს ხალხთა შორის, დაულოცეთ ხალხები მასთან საბრძოლველად, შეჰყარეთ მის წინააღმდეგ არარატის, მინის და აშქენაზის სამეფოები, დაადგინეთ სარდალი მის წინააღმდეგ, მიუსიეთ ცხენები ჯაგარაშლილ კალიასავით.
- იერემია 43:13დალეწავს ბეთ-შემეშის სვეტებს, ეგვიპტის ქვეყანაში რომ არის, და ცეცხლში დაწვავს ეგვიპტელი ღმერთების სახლებს.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 26
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში