
ეზექიელი 26:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადამის ძევ! რაკი ტვიროსი ვაგლახს ამბობს იერუსალიმზე, შეიმუსრება იგი - ხალხების კარიბჭე; ჩემკენ მოიქცევიან და ავივსები, ის კი გაუკაცურდება.
ეზექიელი 26:2 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 26:2 კონტექსტში
26:1მეთერთმეტე წელს, თვის პირველში იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
26:2ადამის ძევ! რაკი ტვიროსი ვაგლახს ამბობს იერუსალიმზე, შეიმუსრება იგი - ხალხების კარიბჭე; ჩემკენ მოიქცევიან და ავივსები, ის კი გაუკაცურდება.
26:3ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ტვიროსო, შენ წინააღმდეგ ვარ: აღვმართავ შენზე უამრავ ხალხებს, როგორც ზღვა აღმართავს თავის ზვირთებს;
26:4ჩამოაქცევენ ტვიროსის კედლებს და დაანგრევენ მის გოდლებს; მიწას ჩამოვრეცხავ მისგან და პიტალო კლდედ გადავაქცევ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 26:2
- ესაია 23:1ტვიროსის განაჩენი. ივალალეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან დაქცეულია ტვიროსი, აღარც სახლებია, აღარც მისასვლელი! ქითიმის ქვეყნიდან გამოეცხადა მას.
- ესაია 23:18მისი ნავაჭრი და გასამრჯელო უფლისათვის იქნება შეწირული. არც დაუნჯდება, არც დაიბეჭდება, რადგან უფლის წინაშე მცხოვრებთათვის იქნება მისი ნავაჭრი, რომ მაძღრისად ჭამონ და დიდებულად შეიმოსონ.
- იოელი 3:4რა გინდათ ჩემგან, ტვიროსო და ციდონო და ფილისტიმის მხარეებო? სამაგიერო ხომ არ გინდათ მიზღათ? თუ ამას მიპირებთ, ადვილად და მალევე მოვაქცევ თქვენს თავზე თქვენსავე შურისგებას.
- იერემია 25:22ტვიროსის ყველა მეფეს და ციდონის ყველა მეფეს, და ზღვისგაღმელ მეფეებს,
- ეზექიელი 36:2ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი მტერმა თქვა თქვენზე: აჰა, სამკვიდროდ დაგვრჩაო საუკუნო გორაკები,
- იესო ნავეს ძე 19:29ბრუნდება საზღვარი რამასკენ ტიროსის ციხე-ქალაქამდე; ბრუნდება საზღვარი ხოსასკენ და წყდება ზღვასთან - ხებელიდან აქზიბამდე.
- ფსალმუნები 83:2რადგანაც, აგერ, შენი მტრები ხმაურობენ და შენმა მოძულეებმა თავი წამოყვეს.
- ფსალმუნები 83:4თქვეს: „მოდით, ამოვძირკვოთ ისინი ხალხთაგან და აღარ იხსენიებოდეს სახელი ისრაელისა“.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 26
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში