
ეზექიელი 26:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩამოაქცევენ ტვიროსის კედლებს და დაანგრევენ მის გოდლებს; მიწას ჩამოვრეცხავ მისგან და პიტალო კლდედ გადავაქცევ.
ეზექიელი 26:4 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 26:4 კონტექსტში
26:2ადამის ძევ! რაკი ტვიროსი ვაგლახს ამბობს იერუსალიმზე, შეიმუსრება იგი - ხალხების კარიბჭე; ჩემკენ მოიქცევიან და ავივსები, ის კი გაუკაცურდება.
26:3ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ტვიროსო, შენ წინააღმდეგ ვარ: აღვმართავ შენზე უამრავ ხალხებს, როგორც ზღვა აღმართავს თავის ზვირთებს;
26:4ჩამოაქცევენ ტვიროსის კედლებს და დაანგრევენ მის გოდლებს; მიწას ჩამოვრეცხავ მისგან და პიტალო კლდედ გადავაქცევ.
26:5სათხევლის მოსასროლად იქნება შუაგულ ზღვაში, რადგან მე ვთქვი, ამბობს უფალი ღმერთი, ხალხთა სათარეშოდ შეიქნება.
26:6მისი ასულნი, ხმელეთზე რომ არიან, მახვილით ამოიხოცებიან. მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 26:4
- ამოსი 1:10ცეცხლს წავუკიდებ ტვიროსის გალავანს და ცეცხლი შთანთქავს მის დარბაზებს.
- ესაია 23:11ხელი მოუღერა ზღვას და შეძრა სამეფოები; უფალმა ბრძანა ქანაანზე, დაექციათ მისი ციხე-სიმაგრენი.
- ეზექიელი 26:9ტარანებით დაუწყებს ცემას შენს კედლებს და თავისი ცულებით შემუსრავს შენს გოდლებს.
- ლევიანი 14:41სახლი შიგნიდან ირგვლივ უნდა მოფხიკონ და ანაფხეკი ბათქაში ქალაქის გარეთ უწმიდურ ადგილზე უნდა გადაყარონ.
- ლევიანი 14:45უნდა დაანგრიონ სახლი, ქვები, ძელები და სახლის მთელი ბათქაში და ქალაქის გარეთ, უწმიდურ ადგილზე გაიტანონ.
- ეზექიელი 24:7რადგან მასშივეა მისი სისხლი; სალ კლდეზე ჰქონდა დასხმული, მიწაზე არ დაუღვრია, რომ მტვერით დაეფარა.
- ეზექიელი 24:8რომ განვრისხებულიყავი, რომ შური მეძია, სალ კლდეზე დავასხი სისხლი, არ დამიფარავს.
- ზაქარია 9:3აიშენა ტიროსმა ციხე-სიმაგრე და ქვიშასავით დაახვავა ვერცხლი და ოქრო - ქუჩის ტალახივით.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 26
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში