გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზექიელი 32:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზექიელი 32:25

განგმირულთა შორის მიეცა საწოლი მთელ თავის სიმრავლესთან ერთად; მის გარშემო მათი საფლავებია; ყველანი წინდაუცვეთელნი არიან, მახვილით განგმარულნი; რადგან შიშის ზარს სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას, წაიღეს თავიანთი სირცხვილი საფლავად ჩამავლებთან ერთად; განგმირულთა შორის მიეცათ სამყოფელი.

ეზექიელი 32:25 · საქართველოს საპატრიარქო

ეზექიელი 32:25 კონტექსტში

32:23რომელთა საფლავები ქვეშეთის უკანასკნელშია დადგმული და მისი კრებული მის საფლავების ირგვლივაა; ყველანი განგმირულნი არიან, მახვილით დაცემულნი, შიშის ზარს რომ სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას.

32:24იქ არის ელამი და მთელი მისი სიმრავლე, მისი საფლავების ირგვლივ; ყველანი განგმირულნი არიან, მახვილით დაცემულნი, რომლებიც წინდაუცვეთელად ჩავიდნენ ქვეშეთის ქვეყნად, შიშის ზარს რომ სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას და წაიღეს თავიანთი სირცხვილი საფლავად ჩამავლებთან ერთად.

32:25განგმირულთა შორის მიეცა საწოლი მთელ თავის სიმრავლესთან ერთად; მის გარშემო მათი საფლავებია; ყველანი წინდაუცვეთელნი არიან, მახვილით განგმარულნი; რადგან შიშის ზარს სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას, წაიღეს თავიანთი სირცხვილი საფლავად ჩამავლებთან ერთად; განგმირულთა შორის მიეცათ სამყოფელი.

32:26იქ არიან მეშექი და თუბალი და მთელი მისი სიმრავლე; მათ გარშემო მათი საფლავებია; ყველანი წინდაუცვეთელნი არიან, მახვილით განგმირულნი, რადგან შიშის ზარს სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას.

32:27არ უნდა იწვნენ ძლიერებთან, წინდაუცვეთელად დაცემულებთან ერთად, რომლებიც ჩასულნი არიან შავეთში თავიანთი საომარი საჭურველით, მახვილები თავქვეშ რომ აქვთ ამოდებული, მათი ცოდვები კი მათ ძვლებზევეა, რადგან ძლიერთა შიშისზარი ჰქონდა ცოცხალთა ქვეყანას?

პარალელური ადგილები: ეზექიელი 32:25

განაგრძე კითხვა: ეზექიელი 32

სრულად წაიკითხე: ეზექიელი 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში