
ეზექიელი 32:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იქ არიან მეშექი და თუბალი და მთელი მისი სიმრავლე; მათ გარშემო მათი საფლავებია; ყველანი წინდაუცვეთელნი არიან, მახვილით განგმირულნი, რადგან შიშის ზარს სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას.
ეზექიელი 32:26 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 32:26 კონტექსტში
32:24იქ არის ელამი და მთელი მისი სიმრავლე, მისი საფლავების ირგვლივ; ყველანი განგმირულნი არიან, მახვილით დაცემულნი, რომლებიც წინდაუცვეთელად ჩავიდნენ ქვეშეთის ქვეყნად, შიშის ზარს რომ სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას და წაიღეს თავიანთი სირცხვილი საფლავად ჩამავლებთან ერთად.
32:25განგმირულთა შორის მიეცა საწოლი მთელ თავის სიმრავლესთან ერთად; მის გარშემო მათი საფლავებია; ყველანი წინდაუცვეთელნი არიან, მახვილით განგმარულნი; რადგან შიშის ზარს სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას, წაიღეს თავიანთი სირცხვილი საფლავად ჩამავლებთან ერთად; განგმირულთა შორის მიეცათ სამყოფელი.
32:26იქ არიან მეშექი და თუბალი და მთელი მისი სიმრავლე; მათ გარშემო მათი საფლავებია; ყველანი წინდაუცვეთელნი არიან, მახვილით განგმირულნი, რადგან შიშის ზარს სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას.
32:27არ უნდა იწვნენ ძლიერებთან, წინდაუცვეთელად დაცემულებთან ერთად, რომლებიც ჩასულნი არიან შავეთში თავიანთი საომარი საჭურველით, მახვილები თავქვეშ რომ აქვთ ამოდებული, მათი ცოდვები კი მათ ძვლებზევეა, რადგან ძლიერთა შიშისზარი ჰქონდა ცოცხალთა ქვეყანას?
32:28შენც წინდაუცვეთელთა შორის შეიმუსრები და მახვილით განგმირულებთან დაწვები.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 32:26
- ეზექიელი 27:13იავანი, თუბალი და მეშექი იყვნენ შენი გამსაღებლები; ტყვეებს და სპილენძის ჭურჭელს გიხდიდნენ საქონელში.
- შესაქმე 10:2იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.
- ეზექიელი 39:1ადამის ძევ! იწინასწარმეტყველე გოგზე და თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ როშის, მეშექის და თუბალის მთავარო!
- ეზექიელი 38:2ადამის ძევ! მიაქციე პირი გოგ მაგოგელისკენ - როშის, მეშექის და თუბალის მთავრისკენ, და იწინასწარმეტყველე მასზე;
- ეზექიელი 38:3უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ, გოგ, როშის, მეშექის და თუბალის მთავარო!
- ეზექიელი 32:23რომელთა საფლავები ქვეშეთის უკანასკნელშია დადგმული და მისი კრებული მის საფლავების ირგვლივაა; ყველანი განგმირულნი არიან, მახვილით დაცემულნი, შიშის ზარს რომ სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას.
- ეზექიელი 32:24იქ არის ელამი და მთელი მისი სიმრავლე, მისი საფლავების ირგვლივ; ყველანი განგმირულნი არიან, მახვილით დაცემულნი, რომლებიც წინდაუცვეთელად ჩავიდნენ ქვეშეთის ქვეყნად, შიშის ზარს რომ სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას და წაიღეს თავიანთი სირცხვილი საფლავად ჩამავლებთან ერთად.
- ნეშტთა შორისა ა 1:5იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირამი.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 32
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში