
ეზექიელი 32:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დავხურავ, როცა ჩაგაქრობ, ცას და დავაბნელებ მის ვარსკვლავებს; მზეს ღრუბლით შევბურავ და მთვარე აღარ გაანათებს თავისი ნათელით.
ეზექიელი 32:7 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 32:7 კონტექსტში
32:5მიმოვფანტავ შენს ხორცს მთებზე და ხევებს ავავსებ შენი მძორით.
32:6შენი სისხლით მოვრწყავ შენს საზრუნველ მიწას მთებამდე და შენით აივსება კალაპოტები.
32:7დავხურავ, როცა ჩაგაქრობ, ცას და დავაბნელებ მის ვარსკვლავებს; მზეს ღრუბლით შევბურავ და მთვარე აღარ გაანათებს თავისი ნათელით.
32:8ყოველ მანათობელ მნათობს დაგიბნელებ ცაზე და შენს დანგრევას გამოვაცხადებ ქვეყანათა ხალხებში, რომელთაც არ იცნობდი.
32:9ბევრი ხალხის გულს შევაშფოთებ, როდესაც მივიტან შენს განადგურებას ხალხებში, ქვეყნებში, რომლებიც შენ არ იცი. შენზე მოვა ბაბილონის მეფის მახვილი. ყველანი ისინი უსასტიკესნი არიან ხალხთა შორის, და გაძარცვავენ ეგვიპტის სიამაყეს და განადგურდება მთელი სიმრავლე მისი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 32:7
- იოელი 2:31მზე დაბნელდება და მთვარე გასისხლიანდება, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიდი და საშინელი.
- მათეს სახარება 24:29და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი.
- ეზექიელი 30:3რადგან ახლოა დღე, ახლოა დღე უფლისა, პირქუში დღე, დგება ხალხების ჟამი!
- იოელი 2:2დღე ბნელი და უკუნი, დღე ღრუბლიანი და ჯანღიანი! ბინდივით ეფინება მთებს უშტი და უშქარი, ძლიერი ხალხი, რომლის მსგავსი არ ყოფილა დასაბამიდან და არც მის მერე იქნება მომავალ თაობებში.
- ესაია 13:10რადგან ცის ვარსკვლავები და მისი ხომლი ჩაქრებიან, დაბნელდება ამომავალი მზე და მთვარე აღარ მოაფენს თავის ნათელს.
- ესაია 34:4დალბება ცის მთელი მხედრობა და ცა ეტრატივით დაიგრაგნება, ჩამოცვივა მთელი მხედრობა, როგორც ფურცელი ცვივა ვაზს და მჭკნარი ფოთოლი - ლეღვის ხეს.
- იოელი 3:15მზე და მთვარე დაბნელდება, ვარსკვლავებს წაერთმევათ შუქი.
- მარკოზის სახარება 13:24და მაშინ, იმ ჭირის შემდეგ, დაბნელდება მზე და მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 32
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში