
ეზექიელი 32:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბევრი ხალხის გულს შევაშფოთებ, როდესაც მივიტან შენს განადგურებას ხალხებში, ქვეყნებში, რომლებიც შენ არ იცი. შენზე მოვა ბაბილონის მეფის მახვილი. ყველანი ისინი უსასტიკესნი არიან ხალხთა შორის, და გაძარცვავენ ეგვიპტის სიამაყეს და განადგურდება მთელი სიმრავლე მისი.
ეზექიელი 32:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 32:9 კონტექსტში
32:7დავხურავ, როცა ჩაგაქრობ, ცას და დავაბნელებ მის ვარსკვლავებს; მზეს ღრუბლით შევბურავ და მთვარე აღარ გაანათებს თავისი ნათელით.
32:8ყოველ მანათობელ მნათობს დაგიბნელებ ცაზე და შენს დანგრევას გამოვაცხადებ ქვეყანათა ხალხებში, რომელთაც არ იცნობდი.
32:9ბევრი ხალხის გულს შევაშფოთებ, როდესაც მივიტან შენს განადგურებას ხალხებში, ქვეყნებში, რომლებიც შენ არ იცი. შენზე მოვა ბაბილონის მეფის მახვილი. ყველანი ისინი უსასტიკესნი არიან ხალხთა შორის, და გაძარცვავენ ეგვიპტის სიამაყეს და განადგურდება მთელი სიმრავლე მისი.
32:10შევაძრწუნებ შენ გამო უამრავ ხალხს და შიშის ზარი დაეცემათ მათ მეფეებს შენ გამო, როცა მოვიქნევ მათ ზემოთ ჩემს მახვილს და ყოველ წამს სიკვდილის შიში ექნებათ შენი დაცემის დღეს.
32:11რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ბაბილონის მეფის მახვილი მოვა შენზე.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 32:9
- გამოცხადება 18:10და მისი ტანჯვის შიშით შორს გამდგარნი ასე იტყვიან: ვაი, ვაი, დიდო ქალაქო ბაბილონო, მძლავრო ქალაქო, რადგანაც ერთ საათში მოვიდა შენი განკითხვა.
- გამოცხადება 18:15ყოველივე ამით მოვაჭრენი, რომელნიც დამდიდრდნენ მისგან, შორს დადგებიან მისი ტანჯვის შიშით, იტირებენ და ივაგლახებენ.
- ეზექიელი 29:12უდაბნოდ ვაქცევ ეგვიპტის ქვეყანას გაუდაბურებულ ქვეეანათა შორის და მის ქალაქებს შორის, და უდაბური იქნება ორმოცი წელი. გავფანტავ ეგვიპტეს ხალხებში და მიმოვაბნევ ქვეყანათა შორის.
- ეზექიელი 30:23გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში და ქვეყნებში მიმოვაბნევ.
- ეზექიელი 30:26გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში და ქვეყნებში მიმოვაბნევ; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
- იერემია 25:15რადგან ასე მითხრა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: გამომართვი რისხვის ღვინით სავსე ეს თასი და შეასვი ყველა ხალხს, ვისთანაც გაგგზავნი.
- იერემია 25:25ზიმრის ყველა მეფეს, ელამის ყველა მეფეს და მიდიელთა ყველა მეფეს,
- გამოცხადება 11:18წარმართნი გაშმაგდნენ და მოვიდა ჟამი შენი რისხვისა, რათა სანაცვლო მიაგო შენს მონებს - წინასწარმეტყველთ, წმიდათა და შენი სახელის მოშიშთ, დიდსა თუ მცირეს, და დაღუპო ქვეყნის დამღუპველნი.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 32
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში