
ეზექიელი 35:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რაკი საუკუნო მტრობა გქონდა და მახვილს მიუგდე ისრაელიანები მათი გასაჭირის ჟამს, საბოლოო სასჯელის ჟამს.
ეზექიელი 35:5 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 35:5 კონტექსტში
35:3უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ, სეყირის მთაო! ხელს მოგიღერებ და უდაბნოდ და უდაბურად გაქცევ.
35:4შენს ქალაქებს ოხრად დავაგდებ და შენც უდაბური გახდები. მაშინ მიხვდები, რომ უფალი ვარ.
35:5რაკი საუკუნო მტრობა გქონდა და მახვილს მიუგდე ისრაელიანები მათი გასაჭირის ჟამს, საბოლოო სასჯელის ჟამს.
35:6ამიტომაც, ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი: სისხლად გაქცევ და სისხლი დაგედევნება; ხომ არ გძულებია სისხლი და სისხლი დაგედევნება.
35:7უდაბნოდ და უდაბურად ვაქცევ სეყირის მთას, ამოვძირკვავ იქ გამვლელს და მცხოვრებს.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 35:5
- ფსალმუნები 137:7გაუხსენე, უფალო, ედომის შვილებს დღე იერუსალიმისა, როცა ამბობდნენ: დაანგრიეთ, დაანგრიეთ ძირისძირამდე.
- ამოსი 1:11ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ედომს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან მახვილით ხელში დევნიდა თავის ძმას, ჩაიხშო სიბრალული; მუდამ ბრდღვინავს რისხვით და ბრაზს ინახავს გულში.
- აბდია 1:10იმის გამო, რომ უსამართლოდ ექცეოდი შენს ძმას. იაკობს, სირცხვილი დაგფარავს და სამუდამოდ გადაშენდები.
- აბდია 1:16როგორც თქვენ გისვამთ ჩემს წმიდა მთაზე, ისევე შესვამს ყოველი ხალხი გამუდმებით, შესვამს და ამოხვრეპს, თითქოს არც არაფერი ყოფილიყოს.
- ეზექიელი 25:12ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი ედომი შურისგებით ექცეოდა იუდას სახლს და მძიმედ დააშავა, შური რომ იძია,
- ეზექიელი 21:25შენ კი, ურჯულო, ბოროტეულო მთავარო ისრაელისა, რომელსაც დაუდგა ჟამი, როცა უნდა მოეღოს ბოლო დანაშაულს,
- ეზექიელი 21:29ყალბი ხილვებით, ცრუ მისნობით მიგაგდებენ გვამებთან დახოცილ ბოროტეულთა, რომელთაც დაუდგათ ჟამი, როცა ბოლო უნდა მოეღოს დანაშაულს.
- ეზექიელი 25:15ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი შურისგებით იქცეოდნენ ფილისტიმელები და შურს იძიებდნენ სიძულვილით და მთელი სულით მათ დასაღუპავად საუკუნო მტრობის გამო.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 35
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 35 · გახსენი ბიბლიის მკითხველში