
ეზექიელი 37:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენ, ადამის ძევ! აიღე ხის ერთი ნაჭერი და ზედ წააწერე: იუდასთვის და ისრაელიანთათვის, მათ თანამდგომთათვის. აიღე ხის მეორე ნაჭერი და ზედ წააწერე: იოსებისთვის (ეფრემის შტო) და მთელი ისრაელის სახლისთვის, მის თანამდგომთათვის;
ეზექიელი 37:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 37:16 კონტექსტში
37:14ჩაგიდგამთ ჩემს სულს და გაცოცხლდებით; დაგსვამთ თქვენს მიწაზე და მიხვდებით, რომ მე, უფალმა ვთქვი და აღვასრულებ, ამბობს უფალი.
37:15იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
37:16შენ, ადამის ძევ! აიღე ხის ერთი ნაჭერი და ზედ წააწერე: იუდასთვის და ისრაელიანთათვის, მათ თანამდგომთათვის. აიღე ხის მეორე ნაჭერი და ზედ წააწერე: იოსებისთვის (ეფრემის შტო) და მთელი ისრაელის სახლისთვის, მის თანამდგომთათვის;
37:17ერთმანეთს მიადგი შენთვის ხის ნაჭრები და იყოს, როგორც ერთი, შენს ხელში.
37:18როცა შეგეკითხებიან შენი ერის შვილები, ხომ არ გვეტყვი, ეს რა გაქვსო?
პარალელური ადგილები: ეზექიელი 37:16
- ნეშტთა შორისა ბ 15:9შემოიკრიბა მან მთელი იუდა და ბენიამინი, ეფრემისგან, მენაშესგან და სიმონისგან წამოსულ ხიზნებთან ერთად, რადგან მრავალნი გადავიდნენ მის მხარეზე ისრაელიდან, რაკი დაინახეს, რომ მასთან იყო უფალი.
- ნეშტთა შორისა ბ 10:19განუდგა ისრაელი დავითის სახლს და ასეა ეს დღემდე.
- ნეშტთა შორისა ბ 10:17მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელიანებზე შერჩა მეფობა რობოამს.
- რიცხვთა 17:2დაელაპარაკე ისრაელიანებს და გამოართვი მათ კვერთხები - თითო კვერთხი თითოეულ შტოს, ყოველ თავკაცს მამისსახლის მიხედვით თორმეტი კვერთხი, ყოველ კვერთხს თავისი პატრონის სახელი დააწერე.
- რიცხვთა 17:3აარონის სახელი ლევიანთა კვერთხს დააწერე, რადგან ერთი კვერთხი ეკუთვნის მათი მამისსახლის თავკაცს.
- ნეშტთა შორისა ბ 11:11გაამაგრა ეს ციხე-სიმაგრეები, ჩააყენა მათში წინამძღოლნი და მისცა სურსათ-სანოვაგის, ზეთისა და ღვინის მარაგი.
- ნეშტთა შორისა ბ 11:17გაამაგრეს იუდას სამეფო და სამ წელიწადს მხარს უჭერდნენ რობოამს, სოლომონის ძეს, რადგან ამ სამ წელს დადიოდა დავითისა და სოლომონის გზით.
- ნეშტთა შორისა ბ 30:11მხოლოდ ზოგიერთნი მოდრკნენ აშერში, მენაშეში და ზებულუნში და მოვიდნენ იერუსალიმს.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 37
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 37 · გახსენი ბიბლიის მკითხველში