
ეზექიელი 38:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გომერს მთელი თავისი ურდოთი, თოგარმას სახლს ჩრდილოეთის კიდეებიდან მთელი თავისი ურდოთი, ურიცხვი ხალხითურთ შენთან ერთად.
ეზექიელი 38:6 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 38:6 კონტექსტში
38:4გაგაბრუნებ და ყბაში ჩანგალს ამოგდებ; გამოგიყვან შენ და მთელ შენ ლაშქარს, ცხენებს და მხედრებს, ყველას, დიდებულად შემოსილთ, უშქარ კრებულს, თოროსანთ და ფარისმპყრობელთ, ყველას, მახვილიანს -
38:5სპარსს, ქუშსა და ფუტს მათთან ერთად, ფარებითა და მუზარადებით,
38:6გომერს მთელი თავისი ურდოთი, თოგარმას სახლს ჩრდილოეთის კიდეებიდან მთელი თავისი ურდოთი, ურიცხვი ხალხითურთ შენთან ერთად.
38:7გაემზადე შენ და მთელი შენი კრებული, შენ წინაშე შემოკრებილი, და მცველად დაუდექი მათ.
38:8მრავალი დღის შემდეგ დაგიდგება ჟამი და უკანასკნელ წლებში შეხვალ მახვილს გადარჩენილ ქვეყანაში, მრავალი ხალხისგან შემოკრებილში, ისრაელის მთებზე, რომელიც მუდამ უკაცრიელი იყო; ისინი გამოვლენ ხალხებიდან და უზრუნველად იცხოვრებენ ყველანი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 38:6
- შესაქმე 10:2იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი.
- შესაქმე 10:3გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.
- ეზექიელი 27:14თოგორმას სახლიდან ცხენებს, საბრძოლო რაშებს და ჯორებს გიგზავნიდნენ სანაცვლოდ.
- დანიელი 11:40ბოლო დროს მას სამხრეთის მეფე შეებმება და ქარტეხილივით დაატყდება ჩრდილოეთის მეფე ეტლებით, მხედრებითა და უამრავი ხომალდით. გაილაშქრებს ქვეყნებზე, წალეკავს და გადაივლის.
- ნეშტთა შორისა ა 1:5იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირამი.
- ნეშტთა შორისა ა 1:6გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 38
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში