
ეზექიელი 38:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სპარსს, ქუშსა და ფუტს მათთან ერთად, ფარებითა და მუზარადებით,
ეზექიელი 38:5 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 38:5 კონტექსტში
38:3უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ, გოგ, როშის, მეშექის და თუბალის მთავარო!
38:4გაგაბრუნებ და ყბაში ჩანგალს ამოგდებ; გამოგიყვან შენ და მთელ შენ ლაშქარს, ცხენებს და მხედრებს, ყველას, დიდებულად შემოსილთ, უშქარ კრებულს, თოროსანთ და ფარისმპყრობელთ, ყველას, მახვილიანს -
38:5სპარსს, ქუშსა და ფუტს მათთან ერთად, ფარებითა და მუზარადებით,
38:6გომერს მთელი თავისი ურდოთი, თოგარმას სახლს ჩრდილოეთის კიდეებიდან მთელი თავისი ურდოთი, ურიცხვი ხალხითურთ შენთან ერთად.
38:7გაემზადე შენ და მთელი შენი კრებული, შენ წინაშე შემოკრებილი, და მცველად დაუდექი მათ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 38:5
- ეზექიელი 27:10სპარსი, ლუდი და ფუტი იყვნენ შენს ლაშქარში - ომის კაცები; ფარსა და მუზარადს შენთან ჰკიდებდნენ; ისინი გიქმნიდნენ დიდებას.
- შესაქმე 10:6ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.
- ეზექიელი 30:5ქუში, ფუტი და ლუდი, ყოველი არაბი, ლუბი და აღთქმის ქვეყნის შვილები მათთან ერთად დაეცემიან მახვილით,
- ნეშტთა შორისა ა 1:8ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი, ფუტი და ქანაანი.
- ნაუმი 3:9ქუშის ქვეყანა გამაგრებდა და უსაზღვრო ეგვიპტე, ფუტი და ლუბიელნი გიჭერდნენ მხარს.
- შესაქმე 10:8ქუშმა შვა ნებროთი. ამან დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზე.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 38
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში