
ეზექიელი 38:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაემზადე შენ და მთელი შენი კრებული, შენ წინაშე შემოკრებილი, და მცველად დაუდექი მათ.
ეზექიელი 38:7 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 38:7 კონტექსტში
38:5სპარსს, ქუშსა და ფუტს მათთან ერთად, ფარებითა და მუზარადებით,
38:6გომერს მთელი თავისი ურდოთი, თოგარმას სახლს ჩრდილოეთის კიდეებიდან მთელი თავისი ურდოთი, ურიცხვი ხალხითურთ შენთან ერთად.
38:7გაემზადე შენ და მთელი შენი კრებული, შენ წინაშე შემოკრებილი, და მცველად დაუდექი მათ.
38:8მრავალი დღის შემდეგ დაგიდგება ჟამი და უკანასკნელ წლებში შეხვალ მახვილს გადარჩენილ ქვეყანაში, მრავალი ხალხისგან შემოკრებილში, ისრაელის მთებზე, რომელიც მუდამ უკაცრიელი იყო; ისინი გამოვლენ ხალხებიდან და უზრუნველად იცხოვრებენ ყველანი.
38:9აღიძრები და ქარიშხალივით შეხვალ, ღრუბელივით დაფარავ ქვეყანას მთელი შენი ურდოთი და ურიცხვი ხალხით, შენთან რომ არის.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 38:7
- ნეშტთა შორისა ბ 25:8მხოლოდ შენ წადი. იმოქმედე და მტკიცედ იყავი ბრძოლაში, თორემ დაგამარცხებს უფალი შენი მტრების წინაშე, რადგან ღმერთს შეწევნაც შეუძლია და დამარცხებაც.
- იოელი 3:9გამოაცხადეთ ეს ამბავი ხალხებში, განემზადეთ ომისთვის, აღძარით გმირები, რომ ფეხზე დადგეს ყველა მეომარი.
- იოელი 3:12გაიღვიძონ ხალხებმა და მიაშურონ იოშაფატის ველს, რადგან იქ დავჯდები, რომ განვსაჯო ყველა ხალხი, ვინც კი გარშემოა.
- ზაქარია 14:2თავს მოვუყრი ყველა ხალხს იერუსალიმის წინააღმდეგ საბრძოლველად; აღებული იქნება ქალაქი, სახლები გაიძარცვება და ქალები გაუპატიურდება, ნახევარი ქალაქი ტყვედ წავა, ხოლო დანარჩენი ხალხი არ მოიკვეთება ქალაქიდან.
- ზაქარია 14:3გამოვა უფალი და შეებრძოლება ამ ხალხს როგორც ოდესღაც ომობდა ბრძოლის დღეს.
- იერემია 51:12აღმართეთ ბავრაყი ბაბილონის ზღუდეთა წინააღმდეგ; გაამაგრეთ დაცვა, დააყენეთ ყარაულები, მოაწყვეთ საფრები, რადგან რაც განიზრახა უფალმა, გააკეთებს, რაც ბრძანა ბაბილონის მცხოვრებლებზე.
- ამოსი 4:12ამიტომ ასე მოგექცევი, ისრაელ, და რაკი ამას დაგმართებ, გაემზადე შენი ღვთის შესახვედრად, ისრაელ!
- იერემია 46:14გამოეცხადეთ ეგვიპტეში, გააგონეთ მიგდოლს, გააგონეთ ნოფს და თახფანხესს, უთხარით: დადექ და მოემზადე, რადგან ყველაფერს შეჭამს მახვილი შენს გარშემო!
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 38
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 38 · გახსენი ბიბლიის მკითხველში