
ეზექიელი 39:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაძღომამდე შეჭამთ ქონს და თრობამდე შესვამთ სისხლს ჩემი მსხვერპლიდან, რომელსაც დავკლავ თქვენთვის.
ეზექიელი 39:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 39:19 კონტექსტში
39:17შენ - კი, ადამის ძევ! ასე ამბობს უფალი ღმერთი: უთხარი ფრინველს, ყოველგვარ ფრთოსანს და მინდვრის ყოველ მხეცს: თავი მოიყარეთ და მოდით; შემოკრბით ჩემი მსხვერპლის გარშემო, რომელსაც დავკლავ თქვენთვის, დიდი მსხვერპლის გარშემო ისრაელის მთებზე; და შეჭამთ ხორცს და შესვამთ სისხლს.
39:18გმირთა ხორცს შეჭამთ და ქვეყნის მთავართა სისხლს შესვამთ, როგორც ბაშანში გამოკვებილ ვერძების და თიკნების, თხებისა და ხარების სისხლს.
39:19გაძღომამდე შეჭამთ ქონს და თრობამდე შესვამთ სისხლს ჩემი მსხვერპლიდან, რომელსაც დავკლავ თქვენთვის.
39:20გაძღებით ჩემს სუფრაზე ცხენებთან და მხედრებთან ერთად, ძლიერებთან და მეომარ ხალხთან ერთად, ამბობს უფალი ღმერთი.
39:21მოვავლენ ჩემს დიდებას ხალხებში და დაინახავს ყოველი ხალხი ჩემს მსჯავრს, რომელსაც აღვასრულებ, და ჩემს ხელს, რომელსაც დავდებ მათზე;
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 39
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 39 · გახსენი ბიბლიის მკითხველში