გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზექიელი 39:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზექიელი 39:18

გმირთა ხორცს შეჭამთ და ქვეყნის მთავართა სისხლს შესვამთ, როგორც ბაშანში გამოკვებილ ვერძების და თიკნების, თხებისა და ხარების სისხლს.

ეზექიელი 39:18 · საქართველოს საპატრიარქო

ეზექიელი 39:18 კონტექსტში

39:16ქალაქის სახელიც ურდო იქნება და განწმედენ ქვეყანას.

39:17შენ - კი, ადამის ძევ! ასე ამბობს უფალი ღმერთი: უთხარი ფრინველს, ყოველგვარ ფრთოსანს და მინდვრის ყოველ მხეცს: თავი მოიყარეთ და მოდით; შემოკრბით ჩემი მსხვერპლის გარშემო, რომელსაც დავკლავ თქვენთვის, დიდი მსხვერპლის გარშემო ისრაელის მთებზე; და შეჭამთ ხორცს და შესვამთ სისხლს.

39:18გმირთა ხორცს შეჭამთ და ქვეყნის მთავართა სისხლს შესვამთ, როგორც ბაშანში გამოკვებილ ვერძების და თიკნების, თხებისა და ხარების სისხლს.

39:19გაძღომამდე შეჭამთ ქონს და თრობამდე შესვამთ სისხლს ჩემი მსხვერპლიდან, რომელსაც დავკლავ თქვენთვის.

39:20გაძღებით ჩემს სუფრაზე ცხენებთან და მხედრებთან ერთად, ძლიერებთან და მეომარ ხალხთან ერთად, ამბობს უფალი ღმერთი.

პარალელური ადგილები: ეზექიელი 39:18

განაგრძე კითხვა: ეზექიელი 39

სრულად წაიკითხე: ეზექიელი 39 · გახსენი ბიბლიის მკითხველში