
ეზექიელი 39:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოვავლენ ჩემს დიდებას ხალხებში და დაინახავს ყოველი ხალხი ჩემს მსჯავრს, რომელსაც აღვასრულებ, და ჩემს ხელს, რომელსაც დავდებ მათზე;
ეზექიელი 39:21 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 39:21 კონტექსტში
39:19გაძღომამდე შეჭამთ ქონს და თრობამდე შესვამთ სისხლს ჩემი მსხვერპლიდან, რომელსაც დავკლავ თქვენთვის.
39:20გაძღებით ჩემს სუფრაზე ცხენებთან და მხედრებთან ერთად, ძლიერებთან და მეომარ ხალხთან ერთად, ამბობს უფალი ღმერთი.
39:21მოვავლენ ჩემს დიდებას ხალხებში და დაინახავს ყოველი ხალხი ჩემს მსჯავრს, რომელსაც აღვასრულებ, და ჩემს ხელს, რომელსაც დავდებ მათზე;
39:22და ეცოდინება ისრაელის სახლს ამ დღეს და მერმისაც, რომ მე უფალი ვარ, მათი ღმერთი.
39:23ეცოდინებათ ხალხებს, რომ მისი დანაშაულის გამო წარიტყვევნა ისრაელის სახლი; რომ შემცოდეს და მეც პირი ვირიდე მათგან, მტრის ხელში ჩავყარე ისინი და ყველანი მახვილით დაეცნენ.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 39:21
- ესაია 37:20აწ გვიხსენ, უფალო, ღმერთო ჩვენო, მისი ხელიდან, რათა გაიგოს ქვეყნიერების ყველა სამეფომ, რომ შენ ხარ უფალი, ერთადერთი ღმერთი.
- ეზექიელი 38:23მაშინ გამოვაჩენ ჩემს სიდიადეს და სიწმიდეს და გავცხადდები უამრავი ხალხის თვალწინ; მაშინ მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
- გამოსვლა 9:16მაგრამ მხოლოდ იმისთვის დაგარჩენ, რომ გიჩვენო ჩემი ძალა და ემცნოს ჩემი სახელი მთელს ქვეყანას.
- ეზექიელი 38:16წამოხვალ ჩემს ხალხზე, როგორც ქვეყნის დამფარავი ღრუბელი; უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ წამოგიყვან ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ მიცნონ ხალხებმა, როცა გამოვაჩენ ჩემს სიწმიდეს შენში, გოგ, მათ თვალწინ.
- ეზექიელი 36:23წმიდავყოფ ჩემს დიად სახელს, შელახულს იმ ხალხებში, რომელთა შორისაც თქვენ შელახეთ; მაშინ მიხვდებით, რომ უფალი ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, როცა ჩემს სიწმიდეს გამოვაჩენ თქვენში მათ თვალწინ.
- გამოსვლა 7:4არ მოგისმენთ ფარაონი; მაშინ ხელს მოვუჭერ ეგვიპტეს და დიდი სასჯელების ძალით გამოვიყვან ჩემს კრებულს, ჩემს ერს, ისრაელიანებს ეგვიპტის ქვეყნიდან.
- გამოსვლა 14:4გულს გავუსასტიკებ ფარაონს და უკან დაგედევნებათ; გამოჩნდება ჩემი დიდება ფარაონზე და მთელს მის ჯარზე და მიხვდებიან ეგვიპტელები, რომ უფალი ვარ. ასეც მოიქცნენ.
- ეზექიელი 39:13დამარხავს ქვეყნის მთელი ხალხი და სასახელო იქნება ის დღე, როცა დიდებით გამოვჩნდები, ამბობს უფალი ღმერთი.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 39
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 39 · გახსენი ბიბლიის მკითხველში