
ეზექიელი 39:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მათ უწმიდურობათა და შეცოდებათა გამო მოვიქეცი ასე და პირი ვირიდე მათგან.
ეზექიელი 39:24 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 39:24 კონტექსტში
39:22და ეცოდინება ისრაელის სახლს ამ დღეს და მერმისაც, რომ მე უფალი ვარ, მათი ღმერთი.
39:23ეცოდინებათ ხალხებს, რომ მისი დანაშაულის გამო წარიტყვევნა ისრაელის სახლი; რომ შემცოდეს და მეც პირი ვირიდე მათგან, მტრის ხელში ჩავყარე ისინი და ყველანი მახვილით დაეცნენ.
39:24მათ უწმიდურობათა და შეცოდებათა გამო მოვიქეცი ასე და პირი ვირიდე მათგან.
39:25ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ამიერიდან დავაბრუნებ დატყვევებულ იაკობს და შევიწყალებ მთელ ისრაელის სახლს, შურს გამოვიჩენ ჩემი წმიდა სახელის გულისათვის.
39:26დაივიწყებენ თავიანთ სირცხვილს და ყოველ დანაშაულს, რაც ჩემ წინააღმდეგ ჩაიდინეს, როცა დასახლდებიან თავიანთ მიწაზე უზრუნველად და არავინ იქნება დამაფრთხობელი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 39:24
- ეზექიელი 36:19და გავფანტე ისინი ხალხებში და მიმოვაბნიე ქვეყნებში; მათი გზისაებრ და მათ საქმეთაებრ განვსაჯე ისინი.
- იერემია 4:18შენმა საქციელმა და ნამოქმედარმა დაგმართა ეს ყველაფერი; ისე მწარეა ეს შენი ცოდვა, რომ გულამდე გიწია.
- იერემია 2:17იმის გამო ხომ არ მოიწიე ეს, რომ მიატოვე უფალი, შენი ღმერთი, როცა გზად მიჰყავდი?
- იერემია 2:19ჭკუაზე მოგიყვანს შენი დანაშაული და შენი განდგომილება გამხილებს შენ. იფიქრე და იცოდე, რა მძიმეა და მწარე უფლის, შენი ღვთის, მიტოვება. აღარა გაქვს ჩემი შიში, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი.
- ესაია 59:17ჯავშანივით შეიმოსა სიმართლე და ხსნის მუზარადი დაირქვა თავზე; ნაცვალგების სამოსელი ჩაიცვა და მოსასხამივით მოისხა შური.
- ესაია 59:18საქმეთაებრ მიუზღავს ყველას: მტრებს - რისხვას, მოძულეთ - საქმეთაებრ, ზღვისპირელებს, საქმეთაებრ მიუზღავს.
- ლევიანი 26:24მეც წამოვალ თქვენ წინააღმდეგ და შვიდგზის დაგცხებთ თქვენი ცოდვებისათვის.
- ესაია 3:11ვაი უკეთურს, ბოროტეულს, რადგან მოიმკის თავისი ხელის ნამოქმედარს!
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 39
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 39 · გახსენი ბიბლიის მკითხველში