
ეზექიელი 40:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სენაკები, სვეტები და სტოა იმავე ზომებისა იყო; სარკმლები და სტოა ჰქონდა ირგვლივ: სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა.
ეზექიელი 40:29 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 40:29 კონტექსტში
40:27შიდა ეზოს კარიბჭე სამხრეთისკენ იყო; გაზომა კარიბჭიდან მეორე კარიბჭემდე სამხრეთისკენ ასი წყრთა.
40:28შემიყვანა შიდა ეზოში სამხრეთის კარიბჭით და გაზომა სამხრეთის კარიბჭე იმავე ზომების მიხედვით.
40:29სენაკები, სვეტები და სტოა იმავე ზომებისა იყო; სარკმლები და სტოა ჰქონდა ირგვლივ: სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა.
40:30სტოები იყო ირგვლივ: სიგრძე ოცდახუთი წყრთა და სიგანე ხუთი წყრთა.
40:31მისი სტოა გარეთა ეზოსკენ იყო, სვეტებს პალმის ჩუქურთმები ჰქონდა და ასასვლელი რვა საფეხურიანი.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 40:29
- ეზექიელი 40:25ჰქონდა სარკმლები და სტოები ირგვლივ ისეთივე, როგორიც სხვა სარკმლები იყო; სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა.
- ეზექიელი 40:7თითო სენაკის სიგრძე ერთი ლერწამი და სიგანეც ერთი ლერწამი; სენაკებს შორის ხუთი წყრთა; კარიბჭის ზღურბლი შიდა კარიბჭის სტოასთან ერთი ლერწამი;
- ეზექიელი 40:16ცხაურიანი სარკმლები ჰქონდა სენაკებს და სვეტებს კარიბჭის შიგნით, ირგვლივ; და ასევე სტოებს; სარკმლები იყო ირგვლივ შიდა მხარეს და სვეტებზე პალმები იყო დახატული.
- ეზექიელი 40:10აღმოსავლეთის კარიბჭეს ერთ მხარეს სამი სენაკი ჰქონდა, მეორე მხარეს სამი; ერთი ზომის იყო სამივე, ერთი ზომის იყო ორივე მხარის სვეტები.
- ნეშტთა შორისა ა 28:11მისცა დავითმა სოლომონს, თავის ძეს გეგმა კარიბჭისა, მისი სახლებისა, განძთსაცავებისა, ქორედებისა, შიდა ოთახებისა და კიდობნის სახლისა.
- ნეშტთა შორისა ა 28:12ასევე ყველაფრის გეგმა, რისი გაკეთებაც გულში ჰქონდა: უფლის სახლის ეზოებისა, ირგვლივ განლაგებული ყველა ოთახის, ღვთის სახლის საგანძურისა და შემოწირულობათა საგანძურისა,
- ეზექიელი 40:21სენაკები ერთ მხარეს სამი იყო, მეორე მხარეს - სამი; მისი სვეტები და სტოა პირველი კარიბჭის ზომისა იყო, სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა.
- ეზექიელი 40:22სარკმლები, სტოები და პალმის ჩუქურთმები იმავე ზომისა ჰქონდა, როგორიც აღმოსავლეთის კარიბჭეს; შვიდი საფეხური იყო ასავლელი და სტოა მის წინ;
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 40
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 40 · გახსენი ბიბლიის მკითხველში