
ეზექიელი 40:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მისი სტოა გარეთა ეზოსკენ იყო, სვეტებს პალმის ჩუქურთმები ჰქონდა და ასასვლელი რვა საფეხურიანი.
ეზექიელი 40:31 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 40:31 კონტექსტში
40:29სენაკები, სვეტები და სტოა იმავე ზომებისა იყო; სარკმლები და სტოა ჰქონდა ირგვლივ: სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა.
40:30სტოები იყო ირგვლივ: სიგრძე ოცდახუთი წყრთა და სიგანე ხუთი წყრთა.
40:31მისი სტოა გარეთა ეზოსკენ იყო, სვეტებს პალმის ჩუქურთმები ჰქონდა და ასასვლელი რვა საფეხურიანი.
40:32შემიყვანა შიდა ეზოში აღმოსავლეთის კარიბჭით და გაზომა კარიბჭე იმავე ზომების მიხედვით.
40:33სენაკები, სვეტები და სტოა იმავე ზომებისა იყო; სარკმლები და სტოა ჰქონდა ირგვლივ: სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 40:31
- ეზექიელი 40:26იყო ასასვლელი შვიდსაფეხურიანი, სტოა მის წინ და პალმის ჩუქურთმები მის სვეტებზე, თითო-თითო ორივე მხარეს;
- ეზექიელი 40:22სარკმლები, სტოები და პალმის ჩუქურთმები იმავე ზომისა ჰქონდა, როგორიც აღმოსავლეთის კარიბჭეს; შვიდი საფეხური იყო ასავლელი და სტოა მის წინ;
- ეზექიელი 40:34მისი სტოა გარეთა ეზოსკენ იყო, სვეტებს პალმის ჩუქურთმები ჰქონდა და ასასვლელი რვასაფეხურიანი იყო.
- ეზექიელი 40:37მისი სვეტები გარეთა ეზოსკენ იყო, სვეტებს პალმის ჩუქურთმები ჰქონდა ორივე მხარეს და ასასვლელი რვასაფეხურიანი იყო.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 40
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 40 · გახსენი ბიბლიის მკითხველში