
ეზექიელი 40:34 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მისი სტოა გარეთა ეზოსკენ იყო, სვეტებს პალმის ჩუქურთმები ჰქონდა და ასასვლელი რვასაფეხურიანი იყო.
ეზექიელი 40:34 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 40:34 კონტექსტში
40:32შემიყვანა შიდა ეზოში აღმოსავლეთის კარიბჭით და გაზომა კარიბჭე იმავე ზომების მიხედვით.
40:33სენაკები, სვეტები და სტოა იმავე ზომებისა იყო; სარკმლები და სტოა ჰქონდა ირგვლივ: სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა.
40:34მისი სტოა გარეთა ეზოსკენ იყო, სვეტებს პალმის ჩუქურთმები ჰქონდა და ასასვლელი რვასაფეხურიანი იყო.
40:35მიმიყვანა ჩრდილოეთის კარიბჭესთან და გაზომა იმავე ზომების მიხედვით.
40:36სენაკები, სვეტები, სტოები და სარკმელები ჰქონდა ირგვლივ: სიგრძე ორმოცდაათი წყრთა და სიგანე ოცდახუთი წყრთა.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 40:34
- ეზექიელი 40:22სარკმლები, სტოები და პალმის ჩუქურთმები იმავე ზომისა ჰქონდა, როგორიც აღმოსავლეთის კარიბჭეს; შვიდი საფეხური იყო ასავლელი და სტოა მის წინ;
- ეზექიელი 40:31მისი სტოა გარეთა ეზოსკენ იყო, სვეტებს პალმის ჩუქურთმები ჰქონდა და ასასვლელი რვა საფეხურიანი.
- ეზექიელი 40:37მისი სვეტები გარეთა ეზოსკენ იყო, სვეტებს პალმის ჩუქურთმები ჰქონდა ორივე მხარეს და ასასვლელი რვასაფეხურიანი იყო.
- ეზექიელი 40:16ცხაურიანი სარკმლები ჰქონდა სენაკებს და სვეტებს კარიბჭის შიგნით, ირგვლივ; და ასევე სტოებს; სარკმლები იყო ირგვლივ შიდა მხარეს და სვეტებზე პალმები იყო დახატული.
- ეზექიელი 40:49სტოას სიგრძე ოცი წყრთა და სიგანე თორმეტი წყრთა; აღსავალთან, რომლითაც ადიან, სვეტები იყო, ერთი ერთ მხარეს, მეორე მეორე მხარეს.
- ეზექიელი 40:26იყო ასასვლელი შვიდსაფეხურიანი, სტოა მის წინ და პალმის ჩუქურთმები მის სვეტებზე, თითო-თითო ორივე მხარეს;
- ეზექიელი 40:6მივიდა აღმოსავლეთისკენ მიმართულ კარიბჭესთან და ავიდა მის საფეხურებზე, და გაზომა კარიბჭის ერთი ზღურბლი; სიგანე ერთი ლერწამი, მეორე ზღურბლის სიგანეც ერთი ლერწამი.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 40
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 40 · გახსენი ბიბლიის მკითხველში