გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ეზექიელი 42:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ეზექიელი 42:11

მათ წინ ისეთივე გზა იყო, როგორც ჩრდილოეთის ოთახების წინ; ისეთივე სიგრძე და სიგანე, მათი გამოსასვლელები, მათი განლაგება და კარები ისეთივე იყო.

ეზექიელი 42:11 · საქართველოს საპატრიარქო

ეზექიელი 42:11 კონტექსტში

42:9ამ ოთახების ქვემოთ აღმოსავლეთის მხრიდან შესასვლელი იყო გარეთა ეზოდან შესასვლელად.

42:10ეზოს გალავნის სიგანეზე აღმოსავლეთის მხარეს, შემოკავებულის და შენობის პირდაპირ, ოთახები იყო მოთავსებული.

42:11მათ წინ ისეთივე გზა იყო, როგორც ჩრდილოეთის ოთახების წინ; ისეთივე სიგრძე და სიგანე, მათი გამოსასვლელები, მათი განლაგება და კარები ისეთივე იყო.

42:12სამხრეთის ოთახების კარები ისეთივე იყო, როგორიც იმ გზის თავში, რომელიც მიუყვებოდა გალავანს აღმოსავლეთისკენ, შესასვლელად.

42:13მითხრა მან: ჩრდილოეთის ოთახები და სამხრეთის ოთახები, შემოკავებულის პირდაპირ რომ არის განლაგებული, წმიდა ოთახებია, სადაც უფალს მიახლოებული მღვდლები ჭამენ წმიდათა წმიდა მსხვერპლს; იქ განალაგებენ წმიდათა წმიდამსხვერპლს, ძღვენს, ცოდვისა და დანაშაულის გამოსასყიდ შესაწირავს, რადგან წმიდა ადგილია.

პარალელური ადგილები: ეზექიელი 42:11

განაგრძე კითხვა: ეზექიელი 42

სრულად წაიკითხე: ეზექიელი 42 · გახსენი ბიბლიის მკითხველში