
ეზექიელი 42:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამ ოთახების ქვემოთ აღმოსავლეთის მხრიდან შესასვლელი იყო გარეთა ეზოდან შესასვლელად.
ეზექიელი 42:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 42:9 კონტექსტში
42:7გალავანი, რომელიც გარეთ იყო ოთახების გასწვრივ ჩრდილოეთის ეზოსკენ, ოთახების პირდაპირ, სიგრძით ორმოცდაათი წყრთა იყო.
42:8რადგან გარეთა ეზოს ოთახების სიგრძე იყო ორმოცდაათი წყრთა და, აჰა, მთელი სიგრძე სასახლის გასწვრივ ასი წყრთა.
42:9ამ ოთახების ქვემოთ აღმოსავლეთის მხრიდან შესასვლელი იყო გარეთა ეზოდან შესასვლელად.
42:10ეზოს გალავნის სიგანეზე აღმოსავლეთის მხარეს, შემოკავებულის და შენობის პირდაპირ, ოთახები იყო მოთავსებული.
42:11მათ წინ ისეთივე გზა იყო, როგორც ჩრდილოეთის ოთახების წინ; ისეთივე სიგრძე და სიგანე, მათი გამოსასვლელები, მათი განლაგება და კარები ისეთივე იყო.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 42:9
- ეზექიელი 46:19შემიყვანა კარიბჭის გვერდითი შესასვლელით მღვდელთათვის განკუთვნილ წმიდა ოთახებში, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული, და აჰა, იქ ერთი ადგილი იყო დასავლეთით.
- ეზექიელი 44:5მითხრა უფალმა: ადამის ძევ! გულში ჩაიდე, საკუთარი თვალით იხილე და საკუთარი ყურით ისმინე ყველაფერი, რასაც გეტყვი უფლის ტაძრის წესებზე და მთელ მის რჯულზე; დაიმახსოვრე ტაძარში შესასვლელი და ყველა გამოსასვლელი საწმიდარიდან.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 42
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 42 · გახსენი ბიბლიის მკითხველში