
ეზექიელი 42:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაზომა აღმოსავლეთის მხარე საზომი ლერწმით და გამოვიდა ხუთასი ლერწამი ირგვლივ.
ეზექიელი 42:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 42:16 კონტექსტში
42:14აქ შემოსული მღვდლები ვერ გავლენ ამ საწმიდარიდან გარეთა ეზოში, ვიდრე აქ არ დააწყობენ საწესო შესამოსელს, რადგან წმიდაა ისინი, და სხვა სამოსელს არ ჩაიცვამენ; მხოლოდ ამის შემდეგ მიუახლოვდებიან საერო ადგილს.
42:15დაასრულა შიდა ტაძრის გაზომვა და გამიყვანა აღმოსავლეთისკენ მიქცეულ კარიბჭეში და გაზომა ის ირგვლივ.
42:16გაზომა აღმოსავლეთის მხარე საზომი ლერწმით და გამოვიდა ხუთასი ლერწამი ირგვლივ.
42:17გაზომა ჩრდილოეთის მხარე და გამოვიდა ხუთასი ლერწამი, ლერწმის საზომით, ირგვლივ.
42:18სამხრეთის მხარე გაზომა და გამოვიდა ხუთასი ლერწამი ლერწმის საზომით.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 42:16
- ეზექიელი 40:3მიმიყვანა იქ, და აჰა, კაცი, რომლის სახე რვალის სახეს ჰგავდა; სელის თოკი და ლერწმის საზომი ეჭირა ხელში და კარიბჭესთან იდგა.
- გამოცხადება 11:1მომეცა კვერთხის მსგავსი ლერწამი და ითქვა ჩემ მიმართ: ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი და საკურთხეველი, აგრეთვე თაყვანისმცემელნი მასში.
- გამოცხადება 11:2ტაძრის გარე ეზო კი გამორიცხე და ნუ გაზომავ, ვინაიდან მიეცა იგი წარმართთ და ორმოცდაორი თვის განმავლობაში გათელავენ წმიდა ქალაქს.
- ზაქარია 2:1ავახილე თვალები და ვიხილე: აჰა, კაცი გამზომი ლარით ხელში.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 42
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 42 · გახსენი ბიბლიის მკითხველში