
ეზექიელი 43:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიმიყვანა კარიბჭესთან, იმ კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთისკენ იყურება.
ეზექიელი 43:1 · საქართველოს საპატრიარქო
ეზექიელი 43:1 კონტექსტში
43:1მიმიყვანა კარიბჭესთან, იმ კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთისკენ იყურება.
43:2და, აჰა, ისრაელის ღვთის დიდება მოდიოდა აღმოსავლეთის გზით, მისი ხმა დიდი ნიაღვრის ხმასავით იყო და ქვეყანა განათდა მისი დიდებით.
43:3ეს ხილვა იმ ხილვას ჰგავდა, რომელიც ვიხილე ამასწინათ, იმ ხილვას ჰგავდა, რომელიც ვიხილე, როცა მოვიდა ქალაქის გასანადგურებლად; იმ ხილვებს ჰგავდა, რომლებიც ვიხილე მდინარე ქებარის პირას. და პირქვე დავემხე.
პარალელური ადგილები: ეზექიელი 43:1
- ეზექიელი 42:15დაასრულა შიდა ტაძრის გაზომვა და გამიყვანა აღმოსავლეთისკენ მიქცეულ კარიბჭეში და გაზომა ის ირგვლივ.
- ეზექიელი 44:1დამაბრუნა საწმიდარის გარეთა კარიბჭის გზით, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული; ჩაკეტილი იყო იგი.
- ეზექიელი 40:6მივიდა აღმოსავლეთისკენ მიმართულ კარიბჭესთან და ავიდა მის საფეხურებზე, და გაზომა კარიბჭის ერთი ზღურბლი; სიგანე ერთი ლერწამი, მეორე ზღურბლის სიგანეც ერთი ლერწამი.
- ეზექიელი 46:1ასე ამბობს უფალი ღმერთი: შიდა ეზოს კარიბჭე, რომელიც აღმოსავლეთისკენ არის მიქცგული, დაკეტილი უნდა იყოს ექვს სამუშაო დღეს, შაბათობით კი ღია უნდა იყოს და ახალი მთვარის დღესაც ღია უნდა იყოს.
- ეზექიელი 10:19გასვლისას გაშალეს ფრთები ჩემს თვალწინ ქერუბიმებმა და აიმართნენ მიწიდან ბორბლებითურთ მათ გვერდით; შედგნენ უფლის სახლის აღმოსავლეთ კარიბჭეში შესასვლელთან და ისრაელის ღმერთის დიდება იყო მაღლა, მათ ზემოთ.
- ეზექიელი 43:4უფლის დიდება შევიდა ტაძარში იმ კარიბჭით, აღმოსავლეთისკენ რომ არის მიქცეული.
განაგრძე კითხვა: ეზექიელი 43
სრულად წაიკითხე: ეზექიელი 43 · გახსენი ბიბლიის მკითხველში